ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
იურისტი და ბიზნესმენი, რომელსაც გერმანიაში იმიგრაციის შეზღუდვა სურს - ვინ არის ფრიდრიხ მერცი?

23 თე­ბერ­ვალს ბუნ­დეს­ტა­გის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა ქდკ/ქსკ-ის ბლოკ­მა მო­ი­პო­ვა ფრიდ­რიხ მერ­ცის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. გერ­მა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2009 წელს, 55 წლის ასაკ­ში, მერცი წა­ვი­და პო­ლი­ტი­კი­დან - კორ­პო­რა­ტი­ულ იუ­რის­ტად მუ­შა­ო­ბის და­სა­წყე­ბად. ის გახ­და რამ­დე­ნი­მე დიდი კომ­პა­ნი­ის მრჩე­ვე­ლი და დი­რექ­ტო­რი. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მერცი ახლა საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია.

მერ­ცის დაბ­რუ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში

2018 წელს, როცა ფრიდ­რიხ მერცმა დიდ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და ან­გე­ლა მერ­კე­ლის მემ­კვიდ­რედ კენ­ჭისყრა გა­და­წყვი­ტა, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის და­სა­წყის­ში სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის შე­ეხ­სე­ნე­ბი­ნა, რომ მისი გვა­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჟღერს რო­გორც მარ­ტი (März), სხვაგ­ვა­რად იწე­რე­ბა — Merz.

და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის წინ ფრიდ­რიხ მერ­ცი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა იყო ქდკ/ქსკ-ში, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო. ის ცდი­ლობ­და პარ­ტი­ის ლი­დე­რო­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა და ამ ბრძო­ლა­ში მისი მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი ან­გე­ლა მერ­კე­ლი იყო.

69 წლის ასაკ­ში, მერცმა ბო­ლოს და ბო­ლოს მი­აღ­წია გერ­მა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის მწვერ­ვალს: თუ რა­ი­მე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი არ მოხ­დე­ბა, ის გერ­მა­ნი­ის ახა­ლი კან­ცლე­რი გახ­დე­ბა.

გზა ლი­დე­რო­ბამ­დე

რო­დე­საც 2018 წელს მერ­ცი პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­და, რო­გორც კლა­სი­კუ­რი მე­მარ­ჯვე­ნე ლი­ბე­რა­ლი - გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მი­სა და იმიგ­რა­ცი­ის შე­ზღუდ­ვის მომ­ხრე იყო - ის სწრა­ფად გახ­და მერ­კე­ლის შე­საძ­ლო მემ­კვიდ­რე­თა შო­რის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქდკ-ის რი­გით წევ­რებს შო­რის. თუმ­ცა პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ორ­ჯერ ჩა­უ­შა­ლა მას პარ­ტი­ის ლი­დე­რო­ბის მო­პო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა. ჯერ 2018 წელს ლი­დე­რად აირ­ჩი­ეს მერ­კე­ლის რჩე­უ­ლი ანეგ­რეტ კრამპ-კა­რენ­ბა­უ­ე­რი, ხოლო 2021 წელს -არ­მინ ლა­შე­ტი.

2021 წელს, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა - მერ­კელ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც კვლავ კან­ცლე­რი იყო - ქდკ არ­ჩევ­ნებ­ში მარ­ცხამ­დე მი­იყ­ვა­ნეს. ამის შემ­დეგ პარ­ტი­ამ ბო­ლოს და ბო­ლოს მე­სა­მე ცდა­ზე ლი­დე­რად ფრიდ­რიხ მერ­ცი აირ­ჩია.

სა­ზღვრის და­ხურ­ვა არა­ლე­გა­ლე­ბის­თვის

იმიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხში მერ­ცი ცდი­ლობს ხმე­ბი წა­არ­თვას თა­ვი­სი მთა­ვა­რი ოპო­ნენტს, ან­ტი­ი­მიგ­რან­ტუ­ლი პარ­ტი­ის "ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გერ­მა­ნი­ის­თვის" ამომ­რჩევ­ლებს. ის მო­უ­წო­დებს მკვეთ­რად ჩა­მო­შორ­დნენ "ღია კა­რის" პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც ან­გე­ლა მერ­კელ­მა და­ი­წყო და რო­მელ­საც დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბაც აგ­რძე­ლებს.

"გერ­მა­ნი­ის სა­ზღვრებ­ზე რა­ღაც უნდა გა­კეთ­დეს, და ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბაა - ხალ­ხის უკან გაბ­რუ­ნე­ბა სა­ზღვარ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ. ჩვენ 2015 წლი­დან ვი­ცით, რომ ეს იუ­რი­დი­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია და ახლა, 2024 წელს, ბო­ლოს და ბო­ლოს უნდა მი­ვი­ღოთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და და­ვი­წყოთ მოქ­მე­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და მერცმა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარს ამ­ბობს "ალ­ტერ­ნა­ტი­ვას­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ან კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა­ზე, ეს პარ­ტია გა­მო­კი­თხვებ­ში მე­ო­რე ად­გილს იკა­ვებს ქდკ/ქსკ-ის შემ­დეგ. სა­ვა­რა­უ­დოდ, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მერცს მო­უ­წევს კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა ოლაფ შოლ­ცის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­თან ერ­თად.

პო­ლი­ტი­კი­დან ბიზ­ნეს­ში და უკან

ფრიდ­რიხ მერ­ცი გა­ნათ­ლე­ბით იუ­რის­ტია. 1989 წელს, 35 წლის ასაკ­ში, იგი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­და ქდკ-ის სა­ხე­ლით, რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რდო­ბი­დან იყო გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი. 1994 წელს ის ბუნ­დეს­ტა­გის დე­პუ­ტა­ტი გახ­და.

2000 წელს, რო­დე­საც კან­ცლე­რი იყო გერ­ჰარდ შრი­ო­დე­რი (პუ­ტი­ნის მე­გობ­რად ცნო­ბი­ლი), ხოლო ქდკ-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ედ­მუნდ შტო­ი­ბე­რი, მერ­ცი ბუნ­დეს­ტაგ­ში ქდკ/ქსკ-ის ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რედ აირ­ჩი­ეს.

იმ დროს მას შტო­ი­ბე­რის მემ­კვიდ­რედ მი­იჩ­ნევ­დნენ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ პარ­ტი­ის ლი­დე­რო­ბა ან­გე­ლა მერ­კელ­მა მო­ი­პო­ვა. 2002 წლის ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, როცა ქდკ-ს ისევ სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­მა აჯო­ბეს, მერ­კელ­მა პარ­ტი­აც და ფრაქ­ცი­აც ჩა­ი­ბა­რა, ხოლო მერ­ცი მისი მო­ად­გი­ლე გახ­და. მან თავი ანე­ბა პარ­ტი­ულ ბრძო­ლას და 2009 წელს, 55 წლის ასაკ­ში, სა­ბო­ლო­ოდ წა­ვი­და პო­ლი­ტი­კი­დან - კორ­პო­რა­ტი­ულ იუ­რის­ტად მუ­შა­ო­ბის და­სა­წყე­ბად. მერ­ცი გახ­და რამ­დე­ნი­მე დიდი კომ­პა­ნი­ის მრჩე­ვე­ლი და დი­რექ­ტო­რი. გერ­მა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ახლა საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია.

განაგრძეთ კითხვა: