ჩინური DeepSeek ახალი AI-ბოტის გამოშვებას აჩქარებს

ჩინური სტარტაპი, DeepSeek იანვარში გამოშვებული და Nvidia-ს მცირე სიმძლავრის ჩიპებზე მომუშავე AI-ბოტ R1-ის მემკვიდრის, R2-მოდელის გაშვებას აჩქარებს.

ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Deepseek ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ბოტ R2-ის გამოშვებას მაისის დასაწყისში გეგმავდა, თუმცა პროცესის დაჩქარება სურს. კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი მოდელი არა მხოლოდ ინგლისურად, არამედ სხვა ენებზეც შეძლებს ფიქრს.

ტექნოლოგიური სერვისების ინდურ პროვაიდერ Zensar-ის შეფასებით, „DeepSeek-ის R2-მოდელის გაშვება ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში გარდამტეხი მომენტი იქნება.“

ჩინეთის, მინიმუმ, 13 ქალაქის მთავრობამ და 10-მა სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ განაცხადეს, რომ DeepSeek თავიანთ სისტემებში დანერგეს, ხოლო ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, Lenovo-მ, Baidu-მ და Tencent-მა DeepSeek-ის მოდელები თავიანთ პროდუქტებში დააინტეგრირეს.

Reuters-ის შეფასებით, ახალი R2-მოდელი, წინამორბედის მსგავსად, აშშ-ის მთავრობას შეაშფოთებს, რომელმაც AI-ის სექტორში ლიდერობა ეროვნულ პრიორიტეტად გამოაცხადა.

“დასავლური და ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები AI-ზე დიდ ხარჯებს განაგრძობენ, თუმცა DeepSeek-ის R1-ის წარმატებამ და წინა V3-მოდელმა ზოგიერთი მათგანი აიძულა, სტრატეგია შეეცვალა,” - წერს Reuters.

კერძოდ, მიმდინარე თვეში OpenAI-მ ფასები შეამცირა, ხოლო Google-ის Gemini-მ წვდომის დონეები ფასდაკლებით შემოიღო. ამასთან, R1-ის გამოსვლის შემდეგ OpenAI-მ გამოუშვა O3-Mini-მოდელი, რომელიც ნაკლებ გამოთვლით სიმძლავრეს ეყრდნობა.

სტარტაპ DeepSeek-მა ღია კოდის ხელოვნური ინტელექტის ახალი უფასო მოდელი 27 იანვარს გამოუშვა. ჩინურმა AI-ასისტენტმა კონკურენტ ChatGPT-ს გადაუსწრო და აშშ-ში Apple-ის App Store-ზე ყველაზე რეიტინგული უფასო აპლიკაცია გახდა. შედეგად წინასავაჭრო სესიაზე ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების აქციები მკვეთრად დაეცა, რამაც აშშ-ის ტექნოლოგიების დომინირება ეჭვქვეშ დააყენა.

DeepSeek-ში აცხადებენ, რომ პროდუქტის განვითარებაზე მხოლოდ 5.58 მლნ დოლარი დაიხარჯა, რაც ეჭვქვეშ აყენებს სილიკონი ველის (Silicon Valley) შეფასებას, თითქოს, ძლიერი AI-მოდელების შესაქმნელად დიდი ინვესტიციები არის საჭირო.

29 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Microsoft-მა და OpenAI-მ დაიწყეს გამოძიება DeepSeek-ის მიერ მათი ტექნოლოგიის შესაძლო უნებართვო გამოყენების შესახებ.

ცნობისთვის: ჩინური კორპორატიული დოკუმენტების მიხედვით, DeepSeek-ის ძირითადი აქციონერი ჰეჯ-ფონდ High-Flyer-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ლიან ვენფენია. თუმცა სტარტაპში ჰეჯ-ფონდის ინვესტიციის ოდენობა უცნობი რჩება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

გააკეთე კომენტარი
×
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ოფიციალური კურსი
14 მაი15 მაი
1 USD2.74402.7436-0.01%
1 EUR3.04643.08221.18%
100 RUB3.40873.41900.3%
კონვერტორი
USD
GEL