xda-developers ექსკლუზიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე წლის მაისში Skype ფუნქციონირებას წყვეტს.
დეველოპერებმა ინფორმაცია სერვისის დახურვის შესახებ, Skype-ის კოდში ამოიკითხეს.
„მაისიდან Skype აღარ იქნება ხელმისაწვდომი. განახორციელეთ ზარები Teams-ში“ - წერია კოდში.
“სკაიპი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ყოველთვის, როცა ფიქრობთ, რომ ის მკვდარია, Microsoft დიდ განახლებას ავრცელებს. ამჯერად ეს აღარ მოხდება, რადგან მაისი მაისში Skype სამუდამოდ შეწყვეტს ფუნქციონირებას,“ - წერს xda-developers.
ცნობისათვის, Skype-მა ფუნქციონირება 2003 წელს დაიწყო, 2011 წელს კი Microsoft-მა შეიძინა. რამდენიმე წლის შემდეგ, კომპანიამ შეწყვიტა შიდა საკომუნიკაციო პროდუქტების მხარდაჭერა, როგორიცაა Windows Live Messenger.
2015 წელს Redmond -მა სცადა Skype-ის ინტეგრირება Windows 10-ში. ინტეგრირების პროცესი დაახლოებით ცხრა თვე გაგრძელდა.
2017 წელს მაიკროსოფტმა გამოუშვა Skype-ზე აგებული თანამშრომლობის პლატფორმა - Teams.