AK-Air Georgia-ს შიდა ფრენების განხორციელებისთვის ხელშეკრულება კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდა

AK-Air Georgia-ს შიდა ფრენების განხორციელებისთვის ხელშეკრულება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლის ივნისის ბოლომდე გაუხანგრძლივდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.

შეგახსენებთ, საქართველოში შიდა ფრენებს ძირითადად AK-Air Georgia ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება 2018 წელს 4 წლის ვადით გაუფორმდა. მოგვიანებით მთავრობის დადგენილებით ხელშეკრულების ვადა რამდენჯერმე დაკორექტირდა. ბოლო შეთანხმებით, AK-Air Georgia-ს ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე ჰქონდა, ბოლო განახლებით კი 2025 წლის ივნისის ბოლომდე გაუხანგრძლივდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის აპრილის დასაწყისში აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენებზე 23.2-მილიონიანი 2 ტენდერი გამოაცხადა. ტენდერების თანახმად, იგეგმებოდა მესტია-ბათუმის, ქუთაისი-თბილისისა და თელავი-ბათუმის მიმართულებით ფრენების დამატებაც. ტენდერი ჩაიშალა, იქიდან გამომდინარე, რომ მასში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა ავიაკომპანიამ არ გამოთქვა.

„ბიზნესპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუმარტეს, რომ ახალი ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით სიახლე როგორც კი იქნება, გაავრცელებენ.

მერი ტაბატაძე