არაბმა ლიდერებმა ღაზას განვითარების 53 მლრდ დოლარიანი ალტერნატიულ გეგმა წარადგინეს - აშშ წინააღმდეგია

არაბმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს 53 მილიარდი დოლარის ღირებულების ღაზას რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იდეის პარალელურად და განსხვავებული ხედვით შეიქმნა. ამის შესახებ წერს „ბიბისი“.

"ეგვიპტური გეგმა ახლა არაბულ გეგმად იქცა", - თქვა არაბთა ლიგის გენერალურმა მდივანმა აჰმედ აბულ გეიტმა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართულ საგანგებო სამიტზე.

თუმცა, მანვე განაცხადა, რომ „არაბული პოზიცია უარს ამბობს ნებისმიერ გადაადგილებაზე, იქნება ეს ნებაყოფლობითი თუ იძულებითი“.

ეგვიპტემ ღაზას განვითარების დეტალური გეგმა მოამზადა. 91-გვერდიან დოკუმენტში გამოსახულია მწვანე უბნები და გრანდიოზული საზოგადოებრივი შენობები.

პროექტის არსი მნიშვნელოვნად უპირისპირდება აშშ-ის ღაზას განვითარების გეგმას, რომელიც „შუა აღმოსავლეთის რივიერად“ არის მოხსენიებული.

არაბული გეგმის გამორჩეული თვისება ის არის, რომ ის არ ეხება მხოლოდ უძრავი ქონების განვითარებას - გათვალისწინებულია პოლიტიკა და პალესტინის უფლებები.

ალტერნატიული (არაბული) გეგმის მიხედვით, ღაზას სექტორის დროებით მართვას განახორციელებს "ღაზას მართვის კომიტეტი პალესტინის მთავრობის ეგიდით", რომელიც შედგება კვალიფიციური ტექნოკრატებისაგან.

თუმცა, არაფერია ცნობილი იმაზე, თუ რა როლს შეასრულებს ჰამასი. ეგვიპტის მმართველის თქმით, დაჯგუფების საკითხი მოგვარდება, თუ ისრაელთან კონფლიქტის მიზეზები აღმოიფხვრება.

ბროშურა, რომელშიც ღაზას განვითარების არაბული გეგმაა წარმოდგენილი:

gazaa-1741173391.jpg

დიდი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც აღდგენის პროექტისთვის უზარმაზარ თანხებს მოიზიდავს, შემდეგ თვეში გაიმართება.

როგორც ჩანს მდიდარი ქვეყნები, მზად არიან გადაიხადონ კოლოსალური თანხები. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებულები იქნებიან, რომ შემდგომი კონფლიქტები მათ ინვესტიციას საფრთხეს არ შეუქმნის.

ღაზას აღდგენის ახალი “არაბული გეგმა“ სამ ეტაპად არის დაყოფილი:

ადრეული რეკონსტრუქციის ფაზა - საწყისი პერიოდი დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში, რა დროსაც ტერიტორიის გასუფთავება მოხდება.

ხოლო მომდევნო ორი ეტაპი რამდენიმე წელი გაგრძელდება.

ამ დროის განმავლობაში, დევნილი პალესტინელები დროებით კარგად აშენებულ და დაპროექტებულ საცხოვრებელ ობიექტებში იცხოვრებენ.

შემოთავაზებული პროექტი ეყრდნობა ეგვიპტის საკუთარ გამოცდილებას მისი გრანდიოზული მეგაპროექტის „ახალი კაიროს“, განვითარებაში, რომელმაც უდაბნოდან ახალი ადმინისტრაციული კაპიტალი ამოიღო.

აშშ-მ არაბი ლიდერების მიერ მხარდაჭერილი, ღაზას სექტორის აღდგენის ალტერნატიული გეგმა უარყო

“ალტერნატიული წინადადება არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ღაზა ამჟამად დაუსახლებელია და მოსახლეობას არ შეუძლია იცხოვროს ნამსხვრევებითა და აუფეთქებელი ჭურვებით დაფარულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ბრაიან ჰიუზიმ.

მათი თქმით, ერთგულნი რჩებიან პრეზიდენტ ტრამპის გეგმას, ღაზას ჰამასისგან გათავისუფლების შესახებ და მოუთმენლად ელიან შემდგომ მოლაპარაკებებს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად.

ღაზას მომავალი - დონალდ ტრამპის გადმოსახედიდან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა ღაზას სექტორს “აღმოსავლეთის რივიერად“ აქცევს. მან საკითხი ისრაელის პრემიერ- მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროსაც განიხილა.

"აშშ კონტროლს აიღებს ღაზას სექტორზე... ჩვენ მას დავეუფლებით და ვიქნებით აუფეთქებელი ნაღმებისა და სხვა საშიში იარაღის გაუნებელყოფაზე პასუხისმგებელნი, თავიდან მოვიშორებთ განადგურებულ შენობებს... ჩემი წარმოდგენით, ეს ახლო აღმოსავლეთის ამ ნაწილს და შეიძლება მთლიან რეგიონსაც, დიდ სტაბილურობას მოუტანს. ყველას, ვისაც ვესაუბრე, ძალიან მოსწონს იდეა, რომ აშშ უნდა ფლობდეს მიწის ამ ნაწილს, რომელსაც განავითარებს და შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს", - განაცხადა ტრამპმა ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ შედგა.

ამასთან ერთად, ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ღაზას სექტორში ამერიკელი ჯარისკაცებიც გაგზავნოს, რათა "რეგიონში უსაფრთხოების ვაკუუმი შეავსოს".

ტრამპის თქმით, აღდგენის შემდეგ იქ “იცხოვრებს მსოფლიო ხალხი“.

რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი, “ღაზას ახლო აღმოსავლეთის რივიერად“ გადაქცევის მისეული ხედვა. AI-ს მიერ შექმნილ ვიდეოში ჩანს, რომ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ოქროს პლაჟზე ისვენებს. იქვე არის ილონ მასკი. ქალაქში ტრამპის გიგანტური ოქროსფერი ქანდაკება დგას, ხოლო ეგზოტიკური მოცეკვავეები ტურისტებს ართობენ.

trumpi-1741175103.jpg

თეონა რამაზაშვილი