იმის გამო, რომ საყოფაცხოვრებო ხარჯები წლებთან ერთად იზრდება და სულ უფრო მეტი ფინანსებია საჭირო თუნდაც ელემენტარული პირობების დასაკმაყოფილებლად, მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობას სახსრების მოსაზიდად ალტერნატიული გზების ძებნა უწევთ.
აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში, ფულის გამოსამუშავებლად, ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაური ხერხები უკვე დამკვიდრდა. ძალიან ბევრმა თანხის გამომუშაავება სახლიდან გაუსვლელად დაიწყო - ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმი და კრეატიული აზროვნება შესაძლოა, თქვენთვისაც საკითხის მოგვარების გასაღები აღმოჩნდეს.
გააქირავე სხვენი ან ავტოფარეხი
სხვენის, სარდაფის, ავტოფარეხის ან ფარდულის გაქირვება შეიძლება დამატებითი ფულის გამომუშავების მარტივი გზა იყოს. დამქირავებლის მოძებნა ძალიან მცირე ძალისხმევას მოითხოვს და ამასთან, თქვენ სტაბილური შემოსავლის წყარო გაგიჩნდებათ.
გადაადგილებისას ან რემონტის დროს, ავეჯის შესანახ ადგილს კერძო სახლებში ათობით ადამიანი ეძებს.
ევროპის ქვეყნებში პრაქტიკას უკვე კარგად აქვს ფეხი მოკიდებული - ზოგიერთი მიგრანტი, კარგად მოწყობილ ავტოფარეხებს საცხოვრებლადაც კი ქირაობს.
გააქირავეთ თქვენი პარკინგი
მსოფლიოს უამრავ ქალაქში, განსაკუთრებით მეგაპოლისებში ძალიან ჭირს ავტომობილის გაჩერება.
თუმცა, ჭკვიანმა მესაკუთრეებმა ფულის გამომუშავების გზა აქაც იპოვეს.
კერძო პირისგან პარკინგის ადგილის ქირაობა განსაკუთრებით მოთოვნადია აეროპორტების, მატარებლის სადგურების და სპორტული სტადიონების ირგვლივ. მაგალითად - ლონდონის Battersea Park-ის გარშემო ადგილები დღეში საშუალოდ 27 დოლარი ღირს.
მიაქირავეთ თქვენი სახლი გადამღებ ჯგუფს
თუ თქვენ გაქვთ აგარაკი ან მინიმალისტური ქალაქის ბინა, შესაძლოა თნხის გამომუშავების შესანიშნავ წყაროდ იქცეს.
ბევრ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკაა უძრავი ქონების გაქირავება გადამღები ჯგუფის, ან ფოტოსესიისთვის.
მწარმოებელი კომპანიები ყოველთვის ეძებენ სხვადასხვა ლოკაციებს, განსაკუთრებით ლონდონში, სადაც უძრავი ქონება შეიძლება ამაში 18 000 დოლარზე მეტიც გადაიხადონ.
სახლების გაცვლა
გამომუშავებასთან ერთად, საკმაოდ მნიშვნელოვანია თანხის დაზოგვა და ეს უფრო ცხადი მოგზაურობის დროს ხდება. თუ დარეგისტრირდებით სახლის გაცვლის საიტზე, შეგიძლიათ იმოგზაუროთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ბინაში უფასოდ დარჩეთ.
თუმცა, სანაცვლოდ თქვენც უნდა შესთავაზოთ მოგზაურებს საკუთარი ბინა თუ სახლი.
საიტები, როგორიცაა HomeExchange, HomeLink, Home Base Holidays და BeWelcome გაძლევთ საშუალებას კლასიკური ორმხრივი გაცვლა განახორციელოთ, ან შეგიძლიათ ქულების მოსაპოვებლად ვინმეს უმასპინძლოთ.
საიტებზე გაწევრიანება თვეში დაახლოებით, 60 აშშ დოლარი ღირს.
გამოიმუშავეთ ფული თქვენი ბაღიდან
მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა დღეს ძალიან მაღალია. ასე რომ, თუ დიდი ბაღი გაქვთ, მებოსტნეებისთვის მიწის ნაკვეთის მიქირავებაზე იფიქრეთ.
საქართველოს ფარგლებს გარეთ ამისთვის უამრავი საიტი არსებობს. ერთ-ერთი მათგანია AllotMe - აქ ნაკვეთის ან ბაღის დაქირავება შეიძლება თვეში დაახლოებით 90 დოლარად არის შესაძლებელი.
მიწის ნაკვეთი კიდევ უფრო ფასობს ქალაქებში.
გაყიდეთ ძველი ტანსაცმელი, მათ შორის საქორწილო კაბები
შემდეგ ჯერზე, როცა გარდერობს დაალაგებთ, სანამ ნივთებს საქველმოქმედო მაღაზიაში მიიტანთ შეჩერდით და მათ გაყიდვაზე დაფიქრდით. განსაკუთრებით ღირებულია ვინტაჟური, ძვირფასი ბრენდები. ისინი კარგად იყიდება ისეთ საიტებზე, როგორიცაა eBay, Vinted და Depop.
გამოიმუშავეთ ფული ტელევიზორის ყურებაში
თუ ფიქრობთ, რომ ტელევიზორის ყურება დროის კარგვაა, კიდევ ერთხელ დაფიქრდით.
თანამედროვეობაში ფულის გამომუშავება შეგიძლიათ უახლესი დრამის ან კულინარიული შოუს ყურებით.
დასავლურ ქვეყნებში მაყურებელს შეუძლია გაწევრიანდეს მომხმარებელთა კვლევის ჯგუფში, რომელსაც შეგიძლიათ შეუერთდეთ უფასოდ. ისინი თქვენი აზრის დაფიქსირებაში გადაგიხდიან.
ასევე შეგიძლიათ დაესწროთ ჯგუფურ დისკუსიებს, რომლებიც წევრებს უხდია. ხოლო, თუ ონლაინ თემებს დაწერთ, საფარუსი უფრო მაღალია.
შეავსეთ ონლაინ გამოკითხვები
ონლაინ გამოკითხვების შევსება შეიძლება იყოს სახალისო და მარტივი გზა დამატებითი ფულის ან ვაუჩერების მოსაპოვებლად.
საკმარისია დარეგისტრირდეთ და დაელოდოთ გამოკითხვის შეტყობინებებს.
MoneySavingExpert-ის მიხედვით, საუკეთესო საიტებს შორისაა Ipsos iSay, Swagbucks და Y Live. ია შესალოა ნივთის შეფასება ან პოზიციის დაფიქსირება დაგჭირდეთ. თუმცა, არც დროში ხართ შეზღუდული და არც ვინმე გაკონტროლებთ - ყველაფერი თქვენი ნების მიხედვით ხდება.
გაყიდეთ მზის ენერგია
თუ მზის პანელებს ფლობთ, გარდა იმისა, რომ დაზოგავთ ფულს, ფულის გამომუშავებაც შეგიძლიათ.
Green Match-ის მიხედვით, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, შინამეურნეობებს შეუძლიათ წელიწადში 100 დოლარის გამომუშავება. თუმცა, საბოლოოდ შემოსავალი დამოკიდებულია თქვენი სისტემის ზომაზე.
გახდი შინაური ცხოველების ძიძა
ცხოველების მოყვარულებს შეუძლიათ მიიღონ ფული იმისთვის, რაც ყველაზე მეტად უყვართ.
ლოკალურ ფორუმებზე ხშირად ჩნდება შინაური ცხოველების პატრონების მოთხოვნა, სადაც შაბათ-კვირას მათი მეგობრებისვის ძიძებს ეძებენ.
თუ თავისუფალ დოს რამდენიმე ცხოველს მოუვლით, ამით ფულსაც გამოიმუშავებთ და დადებით ემოციებსაც მიიღებთ.
წყარო: loveproperty.com