იაპონიის პრინცმა ჰისაჰიტომ, რომელიც ტახტის რიგით მეორე მემკვიდრეა, მედიასთან უკვე წარსდგა. მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალში შეეცდება სამეფო საქმიანობა და სწავლა ერთმანეთს შეუთავსოს.
ვინ არის იაპონიის ყველაზე ახალგაზრდა პრინცი?
ჰისაჰიტო გასული წლის სექტემბერს 18 წლის გახდა.
სამეფო ოჯახი იაპონიას ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მართავს. თუმცა, სწრაფად დაბერებული და შემცირებული მოსახლეობის გამო, შთამომავლობა ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დგას.
პრინცის განცხადებით, ის მზად არის გააგრძელოს ბიძის - იმპერატორ ნარუჰიტოს და იმპერიული ოჯახის სხვა უფროსი წევრების ტრადიციები ქვეყნის მართვისას. თუმცა, ამასთანავე უნდა შეუთავსოს ეს პროცესი სწავლას.
წესების მიხედვით, ჰისაჰიტო ერთ დღეს იმპერატორი გახდება. ის არის ყველაზე უმცროსი იმპერიული ოჯახის 17 ზრდასრული წევრიდან, რომელიც ამჟამად მხოლოდ ოთხი მამაკაცისგან შედგება.
1947 წელს მიღებული საიმპერატორო სახლის კანონის მიხედვით, მხოლოდ მამაკაცს აქვს უფლება სამეფო ტახტის მემკვიდრე გახდეს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ქალები რიგით მოქალაქეზე დაქორწინდებიან, სამეფო სტატუსს დაკარგავენ.
18 წლის პრინცი ბავშვობაში დიდ ინტერესს ავლენდა მწერების მიმართ. ის ამ მიმართულებას გაჰყვა და ახლა გეგმავს ტოკიოს მახლობლად მდებარე ცუკუბას უნივერსიტეტში, ბიოლოგია შეისწავლოს.
როგორც ჰისაჰიტომ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი საყვარელი სახეობაა ჭრიჭინა. თუმცა მწერების გარდა, ასევე დაინტერესებულია ქალაქებში მწერების პოპულაციის დაცვის განვითარებით.
ასევე სურს, რომ სასახლის ტერიტორიაზე პომიდვრისა და ბრინჯის პლანტაციები გააშენოს.
იმის გამო, რომ იაპონიის სამეფო ოჯახის წევრები შორს უნდა იყვნენ პოლიტიკისგან, იმპერიული ოჯახის წევრები როგორც წესი სწავლობენ ბიოლოგიას, ლიტერატურას, ხელოვნებას და ა.შ.
ნარუჰიტოს სპეციალობა წყლის ტრანსპორტია, ხოლო მისი მამა, იმპერატორი ემერიტუს აკიჰიტო, რომელიც ტახტიდან 2019 წელს გადადგა, თევზების შესწავლით იყო დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, იაპონიის საიმპერატორო ოჯახის განკარგულებაშია 40 მლნ დოლარი, სადაც შედის როგორც სამეფო ოჯახის ხარჯები, ასევე სასახლეები და სხვა საცხოვრებლები.
წყარო: cnn.com