Disney Cruise Line თავისი ყველაზე დიდი გემის მშენებლობას ამთავრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კრუიზის სტუმრებს უკვე ძალიან მალე შეეძლებათ საოცნებო ტურში წასვლა.
კომპანიამ ახლახან გამოაქვეყნა ახალი დეტალები იმის შესახებ, თუ რა ელოდებათ გემის ბინადრებს. კრუიზი პირველად წლის ბოლოს გაცურავს.
500 ტონაზე მეტი Disney-ის კრუიზი, დაახლოებით 6,000 მგზავრზე იქნება გათვლილი და წარმოდგენილია შვიდი თემატური ზონა, სტუმრებს Disney-ს პრინცესები და პერსონაჟები გაართობენ.
წრიული რეისები სინგაპურიდან დაიწყება და მოგზაურობა ხანმოკლე - 3 ან 4-დღიანი იქნება.
აღსანიშნავია, რომ გემი პორტებში არ გაჩერდება. მთელ დროს ზღვაში გაატარებს.
შვიდი თემატური ზონა მოიცავს Disney Imaginationის ბაღს, Marvel Landing-ს, Toy Story Place-ს, სან ფრანსოკიოს ქუჩას, Town Square-ს, Wayfinder-ის ყურეს და Disney Discovery Reef-ს.
Marvel Landing-ის თემატური ატრაქციონები ზედა გემბანზე იქნება განლაგებული. ის მოიცავს 820 ფუტის სიგრძის ატრაქციონს, სადაც სტუმრებს შეეძლებათ ტონი სტარკის Ironcycle-ის პროტოტიპის ტესტირება მაღალსიჩქარიან ტრასაზე.
Toy Story Place-ში იქნება წყლის სათამაშო მოედანი, რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი პიქსარის ფილმის პერსონაჟები.
სან ფრანსოკიოს ქუჩაზე სტუმრები იპოვიან Big Hero Arcade-ს და მის საინტერესო სასწავლო ზონას.
დისნეის კრუიზის „ახალი ამბების“ სივრცე არის Marvel Style Studio. იქ სტუმრებს შეეძლებათ გაიკეთონ თმა, მაკიაჟი და ტანსაცმელი მათი საყვარელი პერსონაჟების მიხედვით.
გემის ზედა ნაწილში დაგხვდებათ ორი ყინულის სამეფო სასადილო ბარით, დიდი საძინებლით, საბავშვო ოთახი ორსართულიანი საწოლით, ორი სველი წერტილი და დიდი ვერანდით.
Disney Adventure ზღვაში გამგზავრებას 2025 წლის 15 დეკემბერს გეგმავს.
თავდაპირველად გემი აშენდა ჰონგ კონგში დაფუძნებული Genting Dream Cruises-ისთვის, მაგრამ კომპანია 2022 წლის დასაწყისში გაკოტრდა.
დაუმთავრებელი საკრუიზო გემი იმავე წელს Disney -მ იყიდა.
სტუმრებს მოგზაურობის დაჯავშნა 2025 წლის სექტემბრამდე შეუძლიათ.
წყარო: cnn.com