ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ქართული ჩაის ექსპორტი შემცირდა - როგორია საექსპორტო ფასი

ქართული ჩაის ექსპორტი 61%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემები აჩვენებს, რომ წელს იანვარში ექსპორტზე გავიდა 41 ტონა ჩაი, რომლის ღირებულებამაც 64.5 ათას დოლარს გადააჭარბა, შარშან იმავე პერიოდში კი 143.8 ათასი დოლარის 107 ტონა ქართული ჩაის ექსპორტი განხორციელდა.

ექსპორტი მოცულობის შემცირების მიუხედავად, მცირედით გაზრდილია საექსპორტო ფასი. კერძოდ, შარშან იანვარში 1 კგ. ქართული ჩაის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.34 დოლარი იყო, წელს იანვარში კი 1.56 დოლარი შეადგინა. მონაცემები აჩვენებს, რომ ფასი 16%-ით გაიზარდა.

2025 წლის იანვარში ქართული ჩაი ექსპორტზე შემდეგ ქვეყნებში გავიდა:

  • თურქმენეთი - 31 270 დოლარის 16.43 ტონა;
  • სომხეთი - 18 ათასი დოლარის 22.5 ტონა;
  • ნიდერლანდები - 10 850 დოლარის 540 კგ;
  • ლიეტუვა - 4 420 დოლარის 1.72 ტონა.
მერი ტაბატაძე