ამერიკის საფონდო ბირჟებზე მსხვილი კომპანიების ფასი დაეცა. ერთ დღეში Tesla-ს აქციების ღირებულება 15.4%-ით შემცირდა. companiesmarketcap-ის მონაცემებით, ამ დროისთვის კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 222.15 დოლარს შეადგენს, მისი კაპიტალიზაცია კი 714.5 მლრდ დოლარამდე დაეცა. (2025 წლის დასაწყისში 1.32 ტრილიონ დოლარს შეადგენდა). ამასთან, 5%-ით გაუფასურდა NVIDIA, Apple-ს აქციების ფასი კი 4.85%-ით დაეცა.
ერთადერთი ამერიკული მსხვილი ბიზნესი, რომლის აქციების ფასი არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა, არის უორენ ბეფეტის Berkshire Hathaway. ბოლო მონაცემებით, ერთ დღეში კომპანიის აქციების ფასი 0.3%-ით გაიზარდა, კაპიტალიზაციამ კი 1.072 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
გთავაზობთ, უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს, რომელთა აქციების ღირებულება ბოლო ერთ დღეში მნიშვნელოვნად შემცირდა:
- Apple - ერთი აქციის ღირებულება 222.48 დოლარი, შემცირდა 4.85%-ით
- Microsoft - ერთი აქციის ღირებულება 380.16 დოლარი, შემცირდა 3.34%-ით
- Nvidia - ერთი აქციის ღირებულება 106.98 დოლარი, შემცირდა 5.07%-ით
- Amazon - ერთი აქციის ღირებულება 194.54 დოლარი, შემცირდა 2.36%-ით
- Alphabet (google) - ერთი აქციის ღირებულება 167.81 დოლარი, შემცირდა 4.41%-ით
- Meta - ერთი აქციის ღირებულება 597.99 დოლარი, შემცირდა 4.42%-ით
- Broadcom - ერთი აქციის ღირებულება 184.45 დოლარი, შემცირდა 5.39%-ით
- Eli Lilly - ერთი აქციის ღირებულება 829.76 დოლარი, შემცირდა 4.58%-ით
- Tesla - ერთი აქციის ღირებულება 222.15 დოლარი, შემცირდა 15.43%-ით
- Walmart - ერთი აქციის ღირებულება 87.82 დოლარი, შემცირდა 4.25%-ით