ნიუ-იორკი, ლონდონი და სინგაპური 2025 წლის ღვინის ქალაქების გლობალურ რეიტინგში ლიდერობენ. რეიტინგი კომპანია Knight Frank-მა ანგარიშის, The Wealth Report-ის ფარგლებში წარადგინა, რასაც Wine News ავრცელებს.
რეიტინგი ქალაქებს რესტორნების ღვინის სიაში პრემიუმ-ღვინოებით გამოარჩევს, კერძოდ, 20 საუკეთესო რესტორანში არსებულ პრემიუმ-ღვინოების წილს ეფუძნება.
ღვინის ქალაქების 2025 წლის ტოპ 10-ეულია:
ლონდონი, ასევე, არის ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი, 519 რესტორანია, რომლებიც მომხმარებელს პრემიუმ-ღვინოებს მსოფლიოს ღვინისა და შამპანურის 250 საუკეთესო სახლიდან სთავაზობენ. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა 480 რესტორნით ნიუ-იორკი, ხოლო მესამეზე 414 დაწესებულებით პარიზია.
დუბაი ღვინის ბოთლზე ყველაზე მაღალი საშუალო ფასით გამოირჩევა, რაც 748 დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ნიუ-იორკი (747 დოლარი), მესამეზე კი ლონდონია (741დოლარი). ისინი, ასევე, ღვინის სიებში 200 დოლარზე მეტი ღირებულების ღვინის ბოთლის რეიტინგში ლიდერობენ. ამ მაჩვენებლით 67,9%-იანი წილით პირველ ადგილზე დუბაი, მეორეზე ნიუ-იორკი (66,5%), ხოლო მესამეზე სან-ფრანცისკოა (64,1%).
კომპანია Wine Service-ის შეფასებით, 200-დან 400 დოლარამდე ღვინის სეგმენტი გამოცდილებაზე ორიენტირებული მომხმარებლების, განსაკუთრებით, მილენიალების ხარჯზე ყვავის. ასევე, სწრაფად იზრდება, 1000 დოლარზე მეტი ღირებულების სეგმენტი, რაც კოლექციონერებისა და ინვესტორების მოთხოვნით არის გამოწვეული.
ამასთან, უმდიდრეს ადამიანებშიც კი ღვინის მოხმარება შემცირდა და მათთვის პრიორიტეტი ღვინის ხარისხი გახდა.
კომპანიის პროგნოზით, მომავალში პრემიუმ-ღვინის ბაზრის „ლურჯი კოჭები“ ცქრიალა ღვინოებს შორის Dom Perignon Vintage, ხოლო წყნარ ღვინოებს შორის Tenuta San Guido-ს მამულის იტალიური Sassicaia იქნებიან.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ