2025 წლის იანვარში ბათუმში 1 000 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედ - 1%-იანი კლებაზე მიუთითებს, - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.
ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, იანვარში 1კვ.მ-ის ფასმა საშუალოდ 1 276 დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 21%-იანი ზრდაა.
„ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 2021 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2024 წელს ბაზრის მოცულობამ თითქმის 900 მილიონი შეადგინა და 2023 წელთან შედარებით უცვლელი დარჩა“, - ვკითხულობთ კვლევაში.
უფრო კონკრეტულად, 2021 წელს ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ზომა 545 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2024 წლის ბოლოსთვის კი 895 მილიონ დოლარ გაუტოლდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს ქვეყნის მასშტაბით გაყიდული ბინების 20% ბათუმში, 72% თბილისში, დანარჩენი კი სხვა ქალაქებში ნაწილდებოდა.