საქართველოში კვერცხი მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირია - როგორია სტატისტიკა მსოფლიოში

ბოლო დროს რიგ ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაძვირდა კვერცხი. ე.წ. "კვერცხის ინფლაციამ" გავლენა მოახდინა მიწოდების ჯაჭვზეც - ფასის ზრდასთან ერთად, შეიქმნა მისი დეფიციტიც.

მედიაში ვრცელდება აშშ-ის მარკეტებში გადაღებული ვიდეოებიც, სადაც მყიდველებს შორის კვერცხისთვის ნამდვილი ხელჩართული ბრძოლაა გამართული.

ბოლო რამდენიმე თვეა, აშშ-ში კვერცხის ფასი საშუალოდ 15%-ით გაიზარდა. ფაქტორებად, ფრინველის გრიპის გავრცელებას (რამაც ქათმების გაწყვეტა გამოიწვია) და წარმოების ხარჯების მატებას ასახლებენ.

Numbeo-ს მიხედვით, 12 საშუალო ზომის ქათმის კვერცხი ყველაზე ძვირი შვეიცარიაში, ყველაზე იაფი კი ინდოეთში.

5 ქვეყანა, სადაც კვერცხი ყველაზე ძვირია:

  • შვეიცარია: 6.61 დოლარი
  • ახალი ზელანდია: 6.12 დოლარი
  • ნიდერლანდები: 4.34 დოლარი
  • ავსტრია: 4.11 დოლარი
  • ავსტრალია: 4.09 დოლარი
  • აშშ: 3.91 დოლარი

5 ქვეყანა, სადაც კვერცხი ყველაზე იაფია:

  • ინდოეთი: 0.95 დოლარი
  • რუსეთი: 1.35 დოლარი
  • ინდონეზია: 1.56 აშშ დოლარი
  • ჩინეთი: 1.62 დოლარი
  • მალაიზია: 1.91 დოლარი

რაც შეეხება საქართველოს, Numbeo-ს მიხედვით, აქ 12 ცალი საშუალო ზომის კვერცხი 2.32 დოლარი ღირს, აზერბაიჯანში - 1.37 დოლარი, სომხეთში - 2.31 დოლარი, თურქეთში - 1.67 დოლარი.

ცნობისათვის, Numbeo-ს რეიტინგში სულ 127 ქვეყნის მონაცემია შეყვანილი.

თეონა რამაზაშვილი