2025 წლის იანვარში თბილისში სულ 242.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.7%-იანი ზრდაა, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
ამავე კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად - 125%-ით არის გაზრდილი კრწანისში ბინების გაყიდვების მაჩვენებელი. რაც შეეხება შემცირების მაჩვენებელს, ტრანზაქციების ყველაზე მაღალი - 41%-იანი კლება დიდუბესა და ნაძალდევის რაიონში დაფიქსირდა.
თბილისის რომელ უბანში გაიზარდა და შემცირდა უძრავი ქონების ტრანზაქციები
უფრო კონკრეტულად, თბილისის რომელ უბანში რამდენი ბინა გაიყიდა იანვარში და როგორ შეიცვალა მაჩვენებელი წლიურად, გთავაზობთ ჩამონათვალს:
- დიდი დიღომი - 618 ბინა გაიყიდა; ტრანზაქციები წლიურად გაიზარდა 9%-ით;
- საბურთალო - 447 ბინა გაიყიდა; ტრანზაქციები წლიურად გაიზარდა 4%-ით;
- სამგორი - 413 ბინა გაიყიდა; ტრანზაქციები წლიურად შემცირდა 9%-ით;
- გლდანი - 369 ბინა გაიყიდა; ტრანზაქციები წლიურად გაიზარდა 8%-ით;
- დიდუბე - 261 ბინა გაიყიდა; ტრანზაქციები წლიურად შემცირდა 41%-ით;
- ნაძალადევი - 196 ბინა გაიყიდა; ტრანზაქციები წლიურად შემცირდა 41%-ით;
- ისანი - 192 ბინა გაიყიდა; ტრანზაქციები წლიურად გაიზარდა 7%-ით:
- კრწანისი - 178 ბინა გაიყიდა; ტრანზაქციები წლიურად გაიზარდა 125%;
- ვაკე - 80 ბინა გაიყიდა; ტრანზაქციები წლიურად გაიზარდა 19%-ით;
- ჩუღურეთი - 77 ბინა გაიყიდა; ტრანზაქციები წლიურად გაიზარდა 4%-ით;
- ვაშლიჯვარი - 57 ბინა გაიყიდა; ტრანზაქციები წლიურად შემცირდა 5%-ით;
- მთაწმინდა - 30 ბინა გაიყიდა; ტრანზაქციები წლიურად შემცირდა 25%-ით.
ცნობისთვის, „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში მონაცემები საჯარო რეესტრის სტატისტიკაზე დაყრდნობით არის გამოქვეყნებული.