ცნობილია, რომ ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერია, თუმცა მსოფლიოს არცერთი უმდიდრესი ადამიანი არ ცხოვრობს იქ მუდმივად. ისინი ირჩევენ ინვესტირებას ნიუ-იორკისა თუ სხვა მეგაპოლისების უძრავ ქონებაში, თუმცა ძირითადად სხვა ლოკაციაზე ამჯობინებენ ცხოვრებას.
ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონება 142.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, ფლობს რამდენიმე უძრავ ქონებას შეერთებულ შტატებში. მათი მთლიანი ღირებულება ინფლაციის მიხედვით 570 მილიონ დოლარზე მეტია.
მარკ ცუკერბერგმა 320 მილიონი დოლარი დახარჯა უძრავ ქონებაზე, ხოლო ილონ მასკმა მინიმალისტური მიდგომა გამოიყენა და გაყიდა თავისი ფიზიკური აქტივების უმეტესი ნაწილი, თუმცა რამდენიმე ძვირად ღირებული ქონება შეინარჩუნა.
2025 წელს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ცხოვრობენ ისეთ ადგილებში, სადაც სიმდიდრე ყველაზე მეტად არის კონცენტრირებული. ეს არის ნიუ-იორკის ცათამბჯენებით შემოსილი ქუჩები და კალიფორნიის/ტეხასის ფართო მამულები.
მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ილონ მასკი, ოსტინში, ტეხასის შტატში ცხოვრობს. მან უარი თქვა ფართო მამულებზე და არჩია SpaceX-ის ობიექტებთან ახლოს, ასაწყობი საცხოვრებელში დაედო ბინა.
ბერნარ არნო
LVMH-ის თავმჯდომარე ბერნარ არნო რამდენიმე უძრავ ქონებას ფლობს.
არნოს აქვს 135 ჰექტარი ბაჰამის კუნძულებზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური აქტივი მის პორტფელში და ამჟამად 133 მილიონ დოლარად არის შეფასებული. კუნძული კონფიდენციალურია და ბევრი არაფერია მასზე ცნობილი.
ფრანგი მილიარდერი ასევე ფლობს Château Cheval Blanc-ს, რომლის ღირებულება 200 მილიონი დოლარია. ეს არის 150-წლიანი მამული სენტ-ემილიონში, ბორდოში. მან ის 1998 წელს შეიძინა.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მამულია ფრანგული რივიერა. ვილა Les Parcs de Saint-Tropez-ში, ექსკლუზიურ 270 ჰექტარზე დახურულ საზოგადოებაში მდებარეობს. სახლის საშუალო ფასი დაახლოებით 13 მილიონი დოლარია.
არნომ ასევე იყიდა 121,5 მილიონ დოლარიანი სახლი ბევერლი ჰილზში, ულტრა ექსკლუზიურ Trousdale Estates-ში.
ლარი ელისონი
ლარი ელისონი უძრავ ქონებას აგროვებს.
Oracle-ის თანადამფუძნებელი ფლობს უძრავ ქონებას, ოკეანეებთან - ჰავაიდან კალიფორნიამდე და ფლორიდამდე. მისი მთავარი რეზიდენციაა ჰავაის კუნძულზე მდებარე ვილა. კუნძულზე დაახლოებით 3000 ადამიანი ცხოვრობს. მთლიანობაში მან კუნძულზე 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო.
ფლორიდაში მდებარე Palm Beach-ის კომპლექსმა, რომელიც ელისონმა 173 მილიონ დოლარად შეიძინა, უძრავი ქონების რეკორდი დაამყარა. ორი თვის შემდეგ მან ამ ფართის დიდი ნაწილი 145 მილიონ დოლარად გაყიდა.
მას აქვს სასახლე ჩრდილოეთ პალმ ბიჩში, რომლის ფასი 80 მილიონი დოლარია. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ოკეანისპირა საკუთრება ამ მხარეში. 2017 წელს მან თავის კოლექციას დაამატა 48 მილიონ დოლარიანი, 7700 კვადრატული ფუტის სახლი, ჩოგბურთის კორტითა და აუზით. 2010 წელს 10,5 მილიონ დოლარად შეიძინა სასახლე როდ აილენდში. ასევე ფლობს ტბა ტაჰოს. 2018 წელს ელისონმა 35,8 მილიონ დოლარად იყიდა ისტორიული Cal Neva Lodge.
ჯეფ ბეზოსი
Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის უძრავი ქონების პორტფელი მოიცავს მსოფლიოს ფინანსურ დედაქალაქებში მიმოფანტულ საკუთრებებს, თვალწარმტაც დასასვენებელ ადგილებს და ულტრა კერძო რეზიდენციებს. ინფლაციის მიხედვით, ბეზოსის ინვესტიციები უძრავ ქონებაში 570 მილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული.
მხოლოდ ნიუ-იორკში ის ფლობს ხუთ ძვირად ღირებულ ბინას, რომლებიც გადაჰყურებს მედისონ სკვერ პარკს. პირველი სამი კომპლექსის შესაძენად ბეზოსმა 80 მილიონი დოლარი დახარჯა.
2020 წელს მან შეიძნა ბევერლი ჰილზის ქონება 165 მილიონ დოლარად, რაც იმ დროისთვის კალიფორნიის რეკორდი იყო.
ჰავაი ბეზოსის ექსკლუზიური უძრავი ქონების რუკის ნაწილი გახდა 2021 წელს, როდესაც მან მაუიზე 78 მილიონი დოლარის ღირებულების 14 ჰექტარი ქონება შეიძინა. მანამდე მისი ძირითადი რეზიდენცია ათწლეულების განმავლობაში იყო ვაშინგტონი, Amazon-ის შტაბ-ბინასთან ახლოს მდებარე ქონება.
2010 წელს მილიარდერმა გააფართოვა ვაშინგტონის ქონება, რაშიც 53 მილიონი დოლარი გადაიხადა. კომპლექსს აქვს რამდენიმე საცურაო აუზი და პირდაპირი წვდომა ვაშინგტონის ტბაზე.
ბეზოსმა 237 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა ინდიანა კრიკის კუნძულზე სამ სასახლეში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "მილიარდერის ბუნკერი". მან იყიდა სამი ჰექტარი ქონება 68 მილიონ დოლარად, ხმელთაშუა ზღვის სტილის სასახლე მეზობლად 79 მილიონ დოლარად და 90 მილიონი დოლარის ქონება.
მარკ ცუკერბერგი
მარკ ცუკერბერგი აგროვებს თავის უძრავი ქონების პორტფელს, როგორც ტექნოლოგიურ ეკოსისტემას. Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა 320 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო უძრავ ქონებაში, სადაც შექმნა დისტანციური სამუშაო გარემო.
მისი პირველი მთავარი სახლი იყო 5617 კვადრატული ფუტის ქონება პალო ალტოში, რომელიც 2011 წელს 7 მილიონ დოლარად იყიდა.
2012 წლიდან ცუკერბერგმა და ჩანმა შეაგროვეს ოთხი მიმდებარე სახლის კოლექცია; შემდეგ ისინი ერთ ქონებად გააერთიანეს.
მათი უძრავი ქონების პორტფოლიოში ასევე შედის Brushwood და Carousel Estates, რომელიც გადაჰყურებს ტბა ტაჰოს კალიფორნიაში.
მილიარდერს ჰავაიზე აქვს რამდენიმე სახლი. მან 200 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა კაუაის უძრავ ქონებაზე. 2014 წელს 116 მილიონ დოლარად შეიძნა 707 ჰექტარი ფართობი “ილა ბიჩზე“. 2017 წელს 45 ჰექტარი ამავე ადგილზე 89 მილიონ დოლარად და 2021 წელს 600 ჰექტარზე 53 მილიონ დოლარად.
2024 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი კაუაის ქონება მოიცავს 100 მილიონი დოლარის მიწისქვეშა კომპლექსს ათზე მეტი სტრუქტურით და მინიმუმ 30 საძინებლით.
ილონ მასკი
ილონ მასკის უძრავი ქონების პორტფოლიო უფრო მინიმალისტურია.
მისი თანამემამულე მილიარდერებისგან განსხვავებით, მასკი არ ფლობს უზარმაზარ ქონებას. 2020 წელს მან გამოაცხადა თავისი ფიზიკური აქტივების "თითქმის მთელი" გაყიდვის გეგმა.
ერთადერთი სახლი, რომელშიც მასკი ახლახან ცხოვრობდა, არის 50,000 დოლარიანი რანჩოს სტილის სახლი კონსტრუქცია - ტეხასში.
მოკრძალებული სამოთახიანი რეზიდენცია SpaceX-ის ვარსკვლავური ბაზიდან ერთ კვარტალში მდებარეობს და მკვეთრად განსხვავდება მეგა-სასახლეებისგან, რომლებიც ხშირად ასოცირდება მილიარდერებთან.
ტეხასში გადასვლამდე მასკი სან-ფრანცისკოს ყურეში მრავალმილიონიან ქონებაში ცხოვრობდა, რომელიც 2017 წელს 23 მილიონ დოლარად შეიძინა.
მან ეს ქონება 2021 წელს 30 მილიონ დოლარად გაყიდა. მასკმა ასევე გაყიდა ლოს-ანჯელესის ისტორიული ქონება, რომელიც ოდესღაც ჯინ უაილდერს ეკუთვნოდა.
წყარო: therichest.com