ჩინეთის ლიდერებმა განიხილეს გეგმა, რომელიც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას მოსალოდნელ პრობლემებს აარიდებს და უფრო მეტიც, ქვეყანას ტექნოლოგიურ ცენტრად გადააქცევს.
ამის განსახილველად პეკინში, ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოს ერთკვირიანი სესიებისთვის ათასამდე დელეგატი შეიკრიბა. სხდომაზე თითქმის ერთხმად დაუჭირეს მხარი მთავრობის ანგარიშს და ბიუჯეტის დამტკიცებას.
ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის თქმით, პეკინმა უნდა გადაწყვიტოს მრავალი საშინაო საკითხი, მათ შორის საბინაო კრიზისის შედეგები, ადგილობრივი ხელისუფლების ვალების მაღალი დონე და სუსტი სამომხმარებლო მოთხოვნა. განხილული იყო შეერთებული შტატების მზარდი ეკონომიკური ზეწოლა.
როგორ აპირებს პეკინი უზრუნველყოს ჩინეთის მუდმივი ეკონომიკური ზრდა და ტექნოლოგიურ ზესახელმწიფოდ გადაქცევა? - გამოიკვეთა 3 ძირითადი მიმართულება:
ფოკუსირება AI-ზე და “მომავლის ინდუსტრიებზე“
წლევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტი (AI). ჩინეთის ენთუზიაზმი ამ სფეროში, ტექნიკური კომპანია DeepSeek-ის განსაცვიფრებელმა წარმატებამ კიდევ უფრო გაზარდა.
ჩინეთის ეკონომიკურმა მმართველებმა, ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდასაჭერად, სახელმწიფო ფონდის შესახებ ისაუბრეს, რომელიც მათი შეფასებით, მოიზიდავს დაახლოებით 1 ტრილიონ იუანს (138 მილიარდი დოლარი) კაპიტალს 20 წლის განმავლობაში.
მთავრობის თითქმის 30-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უნდა გავნიტარდეს ისეთი სფეროები, როგორიცაა ბიოწარმოება, კვანტური ტექნოლოგია, AI და 6G ტექნოლოგია.
ეს ყველაფერი სი ძინპინის ყოვლისმომცველი ხედვის ნაწილია: გარდაქმნას ჩინეთის ინდუსტრია მაღალტექნოლოგიური ინოვაციების მეშვეობით და გახადოს ტექნოლოგია თვითკმარი.
გასულ თვეს ქვეყნის ლიდერი შეხვდა უმსხვილესი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებს და უთხრა მათ, რომ ახლა "საუკეთესო დროა კერძო საწარმოებისთვის სრული პოტენციალის გამოსავლენად".
მოთხოვნის გაზრდა და ზრდის დაჩქარება
ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი გააძლიერებენ ეკონომიკურ ზრდას "დაახლოებით 5%"-ით, უფრო აგრესიული სახელმწიფო ხარჯებით.
ახალგაზრდების უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, სოციალური შეღავათებისა ხარვეზები, საფონდო ბირჟის ცვალებადობა და ფინანსური არასტაბილურობა, რომელიც გამოწვეულია ქონების კრიზისით - განიხილება, როგორც გამოსასწორებელი ფაქტორები.
ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს პოზიცია, რომ გააფართოებენ ძველი ტექნიკით ვაჭრობის პროგრამას, შექმნიან სამუშაო ადგილებს, გაზრდიან ხელფასებს, ხელს შეუწყობენ უფასო სკოლამდელ განათლებას და გააფართოვებენ მომსახურებას მოხუცებისთვის.
“მებრძოლი სული“
მიუხედავად გამოწვევებისა, პეკინის გზავნილი გასული კვირის განმავლობაში იყო ის ფაქტორი, რომ მოსახლეობა მზად უნდა იყოს ყველანაირი სირთულისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ცდილობდა წარმოეჩინა ჩინეთი, როგორც სტაბილური გლობალური მოთამაშე.
წყარო: cnn.com