ფრანგული სარეკლამო სააგენტო, Publicis Groupe-ის შემოსავალმა 2024 წელს 13,9 მლრდ ევრო შეადგინა, რითაც ის მსოფლიოში ყველაზე დიდი სარეკლამო კომპანია გახდა.
ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.
ბოლო 20 წლის განმავლობაში გლობალურ სარეკლამო ბაზარზე ბრიტანული კომპანია, WPP ლიდერობდა. კონკურენტს Publicis-მა 2024 წლის მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით გადაუსწრო. თუმცა მანამდე ფრანგული კომპანია თავის ისტორიაში არასდროს ყოფილა მსოფლიო ლიდერი წლიური შედეგებით.
„ჩვენ წელი ნომერ პირველ ადგილით ყველა სფეროში დავასრულეთ და სექტორის სხვა ჰოლდინგებზე სამჯერ უფრო სწრაფად, ხოლო საკონსულტაციო ჯგუფებზე ხუთჯერ უფრო სწრაფად ვვითარდებით,” - ამბობს Publicis-ის აღმასრულებელი დირექტორი, არტურ სადუნი.
ის ჯერ კიდევ დეკემბერში აცხადებდა, რომ მისი კომპანია წლის ბოლომდე სარეკლამო ბაზრის მსოფლიო ლიდერი გახდებოდა.
ცნობისთვის: 2024 წლის მეოთხე კვარტალში Publicis-ის შემოსავალი 6.3%-ით, ხოლო წლიური მაჩვენებელი 5.8%-ით გაიზარდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ