საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნების რეიტინგში მე-8 ადგილზეა. რეიტინგი ფასების შედარების პლატფორმა HelloSafe-მა შეადგინა, რასაც Time Out ავრცელებს.
კვლევაში 131 ქვეყანაში მოგზაურთა საშუალო დღიური ხარჯი არის გაანალიზებული. საბოლოოდ 15 ქვეყნის რეიტინგი შედგა, რომლებშიც მოგზაურებს ყველაზე ნაკლები თანხის დახარჯვა უწევთ.
HelloSafe-ის თანახმად, საქართველოში მოგზაურთა საშუალო დღიური ხარჯი 27,7 დოლარია. აღსანიშნავია,რომ მეზობლებიდან სიაში მხოლოდ სომხეთი მოხვდა, რომელიც დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის მაჩვენებლით საქართველოზე წინაა. სომხეთში მოგზაურის ყოველდღიური ხარჯი 25,7 დოლარია.
სიაში ლაოსი ლიდერობს, რომელიც მიანმარს, ჩინეთს, ტაილანდს, კამბოჯასა და ვიეტნამს შორის მდებარეობს. ამ ქვეყანაში ყოველდღიური ხარჯი შესაძლოა, მხოლოდ 16 დოლარამდე შეადგენდეს.
მეორე ადგილზე ყაზახეთია, სადაც საშუალო დღიური ხარჯი, თითქმის, 20 დოლარია. მესამე ადგილზე 21-დოლარიანი მაჩვენებლით რუანდაა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ