ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„იმისათვის, რომ უძრავი ქონებაში ინვესტიციები იყოს საინტერესო, ქვეყანა ინფრასტრუქტურულად უნდა განვითარდეს“

„როდესაც ქვეყანაში მოწესრიგებული არ გაქვს ტროტუარები, როდესაც არ გვაქვს სტანდარტი კვებაზე, არ იცი როგორ პროდუქტს ყიდულობ, ინვესტორს ინვესტიციის ჩადების სურვილი არ გაუჩნდება“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ კომპანია „მოდე რეალ ესთეითის“ დამფუძნებელმა ნატო მოდებაძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, თბილისის შემოგარენი საცხოვრებლად ყოველთვის საინტერესო იყო და ყოველდღე უფრო ვითარდება, თუმცა არსებობს პრობლემები: „შემოგარენში კი ვიყიდეთ საცხოვრებელი, მაგრამ ქალაქში შემოსვლა ხომ გინდა? იმისთვის, რომ ქვეყანაში უძრავი ქონებაში ინვესტიციები იყოს საინტერესო, ინფრასტრუქტურულად უნდა განვითარდეს ქვეყანა. როდესაც ქვეყანაში მოწესრიგებული არ გაქვს ტროტუარები, არ გაქვს ნორმალური კლინიკა, როდესაც არ გვაქვს სტანდარტი კვებაზე, არ იცი როგორ პროდუქტს ყიდულობ, ინვესტორს ინვესტიციის ჩადების სურვილი არ გაუჩნდება“, - აღნიშნა „საქმეში“ მოდებაძემ.

რაც შეეხება პირველად უძრავ ქონებას, მოდებაძის თქმით, ბევრად უფრო საინტერესო და მიმზიდველია, თუმცა ძვირია როგორც შეძენა, ასევე მომსახურებაც.

„რა თქმა უნდა, ყიდვისას ახალი სახლი უფრო პრიორიტეტული იქნება, მაგრამ ეს შემოსავალზეა დამოკიდებული. ახალ უძრავ ქონებას აქვს აუზი, სავარჯიშო დარბაზი, ამ ყველაფერს კი მოვლა სჭირდება. საზღვარგარეთ ძალიან ლამაზ სახლებს რომ ვუყურებთ, ამას მოსახლეობა უვლის და ეს საკმაოდ ძვირიც უჯდებათ. სან-ფრანცისკოში, 2-ოთახიან ბინაში მეპატრონე მომსახურების 1500 დოლარს იხდიდა. ეს კი ფუფუნებაა და უნდა ვიცოდეთ, რომ უძრავ ქონებაზე ფასი ვერ გაიაფდება, თუ არ დავწევთ ხარისხს. რა გვინდა?! რას ვაშენებთ?! კაიროს თუ პარიზს?!“, - განაცხადა მოდებაძემ.

მაგდა შენგელია