მილიარდი დოლარის ბარიერის მიღწევას ბევრი კომპანია თავდაუზოგავად ცდილობს. ნიშნული პროფესიონალიზმის, წარმატებული პოზიციონირებისა და დიდი პერსპექტივის მაჩვენებელია.
გახდე მილიარდდოლარიანი კომპანია, ნიშნავს ინვესტორების, პარტნიორების და მედიის ყურადღების ცენტრსი ყოფნას. ეს ფაქტორები კი ბევრ პროცესს აადვილებს.
City Index-მა გამოაქვეყნა საინტერესო ანგარიში, რომელიც გვიჩვენებს, რამდენი დრო დასჭირდა მსოფლიოს ზოგიერთ უმსხვილეს კომპანიას პირველი მილიარდი დოლარის გამომუშავებისთვის.
Amazon-ს პირველი მილიარდი დოლარის გამოსამუშავებლად ხუთი წელი დასჭირდა.
Amazon-სა და Google-ს ამისთვის 5 წელი დასჭირდათ. ხოლო Apple-სა და Facebook-ს, 6 წელი.
დაფუძნებიდან 9 წლის შემდეგ გამოიმუშავეს პირველი მილიარდი Ford-მა და Netflix-მა.
Tesla-მ კი მილიარდი დოლარის ნიშნულს 10 წელიწადში მიაღწია.
ყველაზე ხანგრძლივი დრო, 45 წელი დასჭირდა Disney-ს.