სახელმწიფო თანადაფინანსებით, 2024 წელს ატმის ახალი ბაღები 57 ჰექტარზე გაშენდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წლიურად ატმის ბაღების რაოდენობა 54%-ით არის გაზრდილი.
სამინისტროს ცნობით, ბაღების გაშენება სახელმწიფომ 320 ათასი ლარით დააფინანსა, მთლიანი ინვესტიციის მოცულობა კი 900 ათას ლარს აჭარბებს.
ცნობისთვის, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2015 წლიდან დღემდე, ატმის ბაღების გაშენება 234 ჰექტარ ფართობზე 1.2 მლნ ლარით დაფინანსდა.