ორ თვეში კომერციული ბანკების 462 მლნ ლარის მოგებაზე გავიდნენ - რომელია ზარალზე

2025 წლის იანვარ-თებერვალი კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა 462.064 ლარის წმინდა მოგება მიიღეს. საფინანსო სექტორის კონსოლიდირებულ ანგარიშგების მიხედვით, წმინდა მოგებიდან დაახლოებით 93% ორ კომერციულ ბანკზე მოდის.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებიდან ირკვევა, ზარალზე 5 ბანკი გავიდა.

ბანკები, რომლებიც 2025 წლის ორ თვეში მოგებაზე გავიდნენ:

  • „საქართველოს ბანკი“ - 256.610 მლნ ლარი
  • „თიბისი ბანკი“ - 172.440 მლნ ლარი
  • „ლიბერთი ბანკი“ – 18.435 მლნ ლარი;
  • „ბაზისბანკი“ – 14.198 მლნ ლარი;
  • „კრედო ბანკი“ – 12.434 მლნ ლარი;
  • „ტერა ბანკი“ – 5.728 მლნ ლარი;
  • „ქართუ ბანკი“ – 3.713 მლნ ლარი;
  • „პროკრედიტ ბანკი“ – 3.496 მლნ ლარი;
  • „ხალიკ ბანკი“ – 2.482 მლნ ლარი;
  • მიკრობანკი „კრისტალი“ - 2.786 მლნ ლარი
  • „იშ ბანკი საქართველო“ – 2.534 მლნ ლარი;
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 1.122 მლნ ლარი;
  • „ემ-ბი-სი“ - 436 ათასი ლარი
  • „პეისერა ბანკი საქართველო“ – 36 ათასი ლარი;

რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, ასე გამოიყურება:

  • „ვითიბი ბანკი“ – 28.028 მლნ ლარი;
  • „პაშა ბანკი საქართველო“ – 1.535 მლნ ლარი;
  • „სილქ ბანკი“ - 3.350 მლნ ლარი;
  • „ჰეშ ბანკი“ – 1.417 მლნ ლარი;
  • „პეივ ბანკ ჯორჯია“ - 57 ათასი ლარი.

ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.