იპოთეკური სესხების მოცულობა 17.43%-ით გაიზარდა

2025 წლის თებერვალში გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა წლიურად 17.43%-ით, ხოლო თვიურად 0.63%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, წელს თებერვლის მდგომარეობით ჯამში გაცემულია 62.576 მლრდ ლარის სესხი, საიდანაც 19.28% იპოთეკურ სესხებზე მოდიოდა. საანგარიშო პერიოდში ჯამში 12.063 მლრდ ლარის იპოთეკური სესხი იყო გაცემული.

გასული წლის იგივე პერიოდში სულ ბანკების მიერ მიზნობრიობის მიხედვით 52.451 მლრდ ლარის სესხი იყო გაცემული, საიდანაც 20,18%, 10.543 მლრდ ლარი, იპოთეკურ სესხზე მოდიოდა.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, წელს თებერვლის მდგომარეობით ბანკების მიერ სულ გაფორმებული იყო 3 631 769 სასესხო ხელშეკრულება, საიდანაც იპოთეკაზე 4.44% მოდიოდა - 161 352 ხელშეკრულება იპოთეკაზე გაფორმდა.

რაც შეეხება გასული წლის თებერვლის მდგომარეობას, იმ პერიოდში იპოთეკაზე 150 052 სასესხო ხელშეკრულება დაიდო, რაც მთლიან სესხებში 4.57%-ს შეადგენდა.

ნინი ქეთელაური