უზბეკეთი, ჩინეთი, რუსეთი - ქვეყნები, სადაც ოქროს 10 უდიდესი მაღარო მდებარეობს

GlobalData-ს მონაცემებით, მსოფლიოში ოქროს 1 352-ზე მეტი მაღარო ფუნქციონირებს.

პლატფორმამ მსოფლიოში მოქმედი 33 000-ზე მეტ მაღაროს და 150-ზე მეტი ქვეყნის მონაცემები შეისწავლა, რის შემდეგაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ოქროს მომპოვებელი მაღაროების რეიტინგი გამოაქვეყნა.

მსოფლიოს უდიდესი ოქროს მაღაროს ათეული ასე გამოიყურება:

1. მურუნტაუს მაღარო

მურუნტაუს მაღარო არის ღია კარიერი, რომელიც უზბეკეთში, ნავოის რეგიონში მდებარეობს. 2023 წელს ნავოის სამთო და მეტალურგიული კომბინატის საკუთრებაშია. მაღაროს სავარაუდოდ, 1.8 მილიონ უნცია ოქროს აწარმოებს. მაღარო 2032 წლამდე იმუშავებს.

2. კარლინის მაღარო

კარლინის მაღარო, რომელიც აშშ-ში, ნევადაში მდებარეობს, Barrick Gold-ს ეკუთვნის. ნაწილობრივ ღია და ნაწილობრივ მიწისქვეშა მაღარომ 2023 წელს დაახლოებით 1.59 მილიონი უნცია ოქრო აწარმოა. მაღარო იმუშავებს 2032 წლამდე.

3. ოლიმპიადას მაღარო

ოლიმპიადას მაღარო არის ღია კარიერი, რომელიც მდებარეობს რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში. პოლიუსის საკუთრებაში არსებულმა მაღარომ, სავარაუდოდ, 2023 წელს 1.17 მილიონი უნცია ოქროს აწარმოა. მაღარო იმუშავებს 2035 წლამდე.

4. კორტეზის მაღარო

კორტეზის მაღარო, ეკუთვნის Barrick Gold-ს. მაღარო არის ღია და მიწისქვეშა ოქროს მაღარო, რომელიც ნევადაში, შეერთებული შტატები მდებარეობს. მოქმედმა მაღარომ 2023 წელს დაახლოებით 1 მილიონი უნცია ოქრო აწარმოა. კარიერი სავარაუდოდ, 2031 წელს დაიხურება.

5. გრასბერგის მაღარო - მღვიმე

Grasberg Block Cave Mine არის მიწისქვეშა მაღარო, რომელიც მდებარეობს ინდონეზიაში. ინდონეზიის სამთო ინდუსტრიის მფლობელობაში მყოფმა შახტამ 2023 წელს 937 610 უნცია ოქრო მოიპოვა. მაღარო სავარაუდოდ, 2041 წლამდე იმუშავებს.

6. ბოდინგტონის მაღარო

ბოდინგტონის მაღარო არის ზედაპირული მაღარო, რომელიც მდებარეობს დასავლეთ ავსტრალიაში. ის ახლა დამუშავების პროცესშია. მაღარომ 2023 წელს სავარაუდოდ 786 170 უნცია ოქრო აწარმოა. კარიერი 2036 წლამდე იმუშავებს.

7. ლიჰირის მაღარო

ლიჰირის მაღარო, მდებარეობს პაპუა-ახალ გვინეაში. სავარაუდოა, რომ ღია ორმოს მაღარომ 2023 წელს 780 000 უნცია ოქროს აწარმოა. მაღარო იმუშავებს 2049 წლამდე.

8. პუებლო ვიეჯოს მაღარო

პუებლო ვიეჯოს მაღარო (Pueblo Viejo Mine) არის ღია მაღარო, რომელიც დომინიკის რესპუბლიკაში მდებარეობს. ის Barrick Gold-ის მფლობელობაშია. მაღარომ 2023 წელს სავარაუდოდ 767 150 უნცია ოქრო აწარმოა. კარიერი 2040 წლამდე იმუშავებს.

9. კიბალის მაღარო

მაღარო არის ნაწილობრივ ღია და ნაწილობრივ მიწისქვეშა მაღარო, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მდებარეობს. 2023 წელს მაღარომ 762 220 უნცია ოქრო აწარმოა. მაღარო სავარაუდოდ, 2036 წელს დაიხურება.

10. ლულო-გუნკოტოს მაღარო

Loulo-Gounkoto მაღარო არის ნაწილობრივ მიწის ზედა და ნაწილობრივ მიწისქვეშა მაღარო, რომელიც მალიში მდებარეობს. Barrick Gold-ის საკუთრებაში არსებულმა მაღარომ, 2023 წელს სავარაუდოდ 683,75 ათასი უნცია ოქრო აწარმოა. სავარაუდოდ, ის 2037 წლამდე იმუშავებს.

რაც შეეხება მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებს. Investing News Network -ის მონაცემებით, 2024 წელს ოქროს გლობალურმა წარმოებამ 3 300 მეტრული ტონა (MT) შეადგინა, რაც 2023 წლის მონაცემებზე 50 MT-ით მეტია.

ოქროს ყველაზე მსხვილი მომპოვებელი ქვეყნის ათეული ასე გამოიყურება: (შეჯამებულია 2024 წლის მონაცემები)

  • ჩინეთი - 380 ტონა
  • რუსეთი - 310 ტონა
  • ავსტრალია - 290 ტონა
  • კანადა - 200 ტონა
  • აშშ- 160 ტონა
  • ყაზახეთი - 130 ტონა
  • მექსიკა - 130 ტონა
  • განა - 130 ტონა
  • უზბეკეთი - 120 ტონა
  • ინდონეზია, სამხრეთ აფრიკა და პერუ - 100 ტონა

წყარო: mining-technology

იხილეთ ასევე: ჩინეთში გიგანტური ოქროს საბადო აღმოაჩინეს - სავარაუდო ღირებულება 80 მლრდ დოლარს აჭარბებს

თეონა რამაზაშვილი