რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარზე რუსმა მებაჟეებმა 2024 წელს თამბაქოს კონტრაბანდის რვა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რაც, 2023 წელთან შედარებით, ოთხჯერ მეტია.
ამის შესახებ რუსულ “კომერსანტს” რუსეთის საბაჟოს სამხრეთ ფედერალური სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.
დე ფაქტო საზღვარზე სავალდებულო მარკირების არმქონე თამბაქოს ნაწარმის გადატანა როგორც სატრანსპორტო საშუალებით, ასევე, ქვეითად ხდება. რუსი მებაჟეები სიგარეტის სამალავებს სატვირთო ავტომობილების შიდა საფარქვეშ და სალონის შიდა ღრუებში, ასევე, ბორბლებში, ჭერში, იატაკსა და საწვავის გადაკეთებულ ავზებში პოულობენ. კონტრაბანდისტები არა მხოლოდ ძველ, საბჭოთა წარმოების ავტომობილებს, არამედ პრემიუმ-კლასის უცხოურ მანქანებსაც იყენებენ, რომლებიც კონფისკაციას ექვემდებარება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ