აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა USAID-ის საქმიანობის შეჩერების შესახებ კონგრესს აცნობა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ზოგიერთ ფუნქციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გადაიბარებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სააგენტოს რეორგანიზაცია 1-ელ ივლისამდე დასრულდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ „სწორად შესრულებულ საგარეო დახმარებას ეროვნული ინტერესების გაძლიერება შეუძლია, თუმცა USAID-მა თავდაპირველ მისიას დიდი ხნის წინ გადაუხვია“.
„პრეზიდენტ ტრამპის წყალობით, ფისკალური უპასუხისმგებლობის ეპოქა დასრულდა. ჩვენ საგარეო დახმარების პროგრამების რეორიენტაციას ვახდენთ ისე, რომ აშშ-ისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს საუკეთესო იყო. ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრიტიკული პროგრამებისა და სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელებას ვაგრძელებთ, რომელიც ჩვენს პარტნიორებსა და ჩვენს ქვეყანას აძლიერებს“, - აცხადებს მარკო რუბიო.