სამი პროფესია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას გადაურჩება - ბილ გეითსის პროგნოზი

AI სწრაფად ცვლის ჩვენს სამუშაო გარემოს. ის უკვე ახორციელებს ბევრ რუტინულ და განმეორებად დავალებას და ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირდნენ.

თუმცა ეს ცვლილება ბევრ დასაქმებულს ანერვიულებს.

მოსალოდნელი პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის შემდგომ განვითარებამ შესაძლოა, სამუშაო ადგილი რვა მილიონ ბრიტანელს დააკარგინოს.

სამი პროფესია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს გადაურჩება

ხოლო, მოსალოდნელია რომ საბანკო სამუშაოების 54% ავტომატიზირებული იქნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

სინგაპურის უდიდესმა ბანკმა, DBS-მა გასულ თვეს გამოაცხადა, რომ შესაძლოა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 4000 სამუშაო ადგილი გააქუმოს, რადგან AI ტექნოლოგია უფრო მეტ ადამიანურ დავალებას შეასრულებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოტქვა Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ბილ გეითსმა.

მილიარდერმა იწინასწარმეტყველა, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს უმეტეს საკითხებში ჩაანაცვლებს, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ ტექნოლოგიურ შესაძლებლობას.

ქველმოქმედმა დაასახელა სამი პროფესია, რომლებიც, მისი აზრით, ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას გადაურჩება.

ესენია - კოდირების, ბიოლოგების და ენერგეტიკის ექსპერტები.

გეიტსი თვლის, მიუხედავად იმისა, რომ AI-ს ახლა შეუძლია კოდის გენერირება და ტექნიკური ტესტების გავლაც კი (როგორც OpenAI-ის o1 მსჯელობის მოდელი), ადამიანური კოდირებები კვლავ მნიშვნელოვანია პროცესისთვის. საჭირო იქნება პროფესიონალები, რომლებიც შეცდომების იდენტიფიცირებას და გამოსწორებას შეძლებენ.

“ადამიანები საჭიროა ალგორითმების გასაუმჯობესებლად და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მხარდასაჭერად“, - განაცხადა გეიტსმა.

მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი შესანიშნავია დაავადებების დიაგნოსტირებისთვის და დნმ-ის ანალიზისთვის, მაგრამ ბიოლოგების ცოცხალ აზროვნებას და გამოცდილებას მთლიანობაში, ვერანაირი ტექნოლოგია ვერ ჩაანაცვლებს.

გეითსის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უფრო დამხმარე იქნება, ვიდრე დაბრკოლება. იგივე მიდგომას ეხება ენერგეტიკის ქსპერტებსაც.

წყარო: uniladtech.com

თეონა რამაზაშვილი