ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„სომხეთში ძალიან დიდი მოთხოვნაა ელექტრომობილებზე - ჩემი მომხმარებლებიდან ჩინური მანქანებით არავინ დაინტერესებულა“- ავტოიმპორტიორი

„სომხეთში უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ელექტრომობილებზე - ჩვენთანაც უკვე მხვდება ქუჩაში ისეთი ჩინური მანქანები, რომელიც იქამდე თვალში არ მხვდებოდა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ავტოიმპოტიორმა ჯაბა გოგინაშვილმა განუცხადა.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში შემოვიდა 100 ელექტრომობილის. ამავე პერიოდში 128 ელექტრომობილი გავიდა სომხეთში, რაც გასული წლების საანგარიშო პერიოდში რეკორდული მაჩვენებელია.

smartphone-bar-chart-visual-charts-brainstorm-1743279445.jpg

„მე არ ვმუშაობ ჩინურ მანქანებზე, ჩემი მომხმარებლებიდანაც ჩინური ავტომობილებით არავინ დაინტერესებულა. არიან კომპანიები, რომლებიც ჩინური ავტომობილების იმპორტზე მუშაობენ. ჩემი ინფორმაციით, სომხეთში უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ელექტრომობილებზე, იქ ბევრი სხვა ფაქტორებიც მოქმედებს. ჩვენთანაც უკვე მხვდება ქუჩაში ისეთი ჩინური მანქანები, რომელიც იქამდე თვალში არ მხვდებოდა“, - აღნიშნავს ჯაბა გოგინაშვილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ჩინური ელექტრომობილების იმპორტი შემცირდა. კერძოდ, გასული წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 131 ჩინური ელექტრომობილი, რომლის ღირებულებაც 3.56 მლნ დოლარს აღწევდა. ეს კი მაშინ, როცა 2025 წლის იმავე პერიოდში 2.15 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 100 ერთეული ჩინური ელექტრომობილი შემოვიდა ქვეყანაში.

მერი ტაბატაძე