დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებიდან უკან დახევა სურს, თუ ამას იზამს, დიდი პრობლემები ექნება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათი მინერალების შესახებ მნიშვნელოვან შეთანხმებაზე უარის თქმა სურს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ის ცდილობს, უკან დაიხიოს იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებიდან და თუ ამას გააკეთებს, პრობლემები ექნება, დიდი, დიდი პრობლემები“, - აღნიშნა ტრამპმა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების სურვილი აქვს.

"მას სურს იყოს ნატო-ს წევრი, მაგრამ ვერასდროს იქნება ნატო-ს წევრი. მას ეს ესმის", - განაცხადა ტრამპმა.