ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„აპირებენ, UFC-ის ფანების ჩართულობა და აქტივობა შემდეგ დონეზე გადაიყვანონ“ – Meta და UFC პარტნიორები გახდნენ

„Meta-ს უდიდესი ტექნოლოგიური გონება და უნარები აქვს, რის საშუალებითაც აპირებენ, UFC-ის ფანების ჩართულობა და აქტივობა შემდეგ დონეზე გადაიყვანონ“, - გაავრცელა განცხადება UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანა უაითმა.

უაითმა ასევე აღნიშნა, რომ Meta რამდენიმე ინოვაციურ იდეაზე უკვე მუშაობს, ერთ-ერთი ასეთი კი მებრძოლთა რეიტინგის ახალი სისტემაა.

Associated Press-ის ინფორმაციით, ეს სუპერ პოპულარული კომპანიები პარტნიორობის ფარგლებში აპირებენ, გამოიყენონ Meta-ს პლატფორმები - Facebook; Instagram; WhatsApp; Threads; Meta AI; Meta Glasses; Meta Quest იმისთვის, რომ UFC-ის ფანებს პროცესში ჩასართავად კიდევ უფრო მრავალმხრივი, ეფექტიანი და მარტივი საშუალებები ჰქონდეთ.

„მე ეს სპორტი მიყვარს და მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას იმაზე, რომ UFC-ის გულშემატკივრებს ახალი გამოცდილებების ახლებური გზებით აღქმის საშუალება მივცეთ“, - ეს უკვე Meta-ს დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის კომენტარია.

Reuters-ის ცნობით, გარიგება გრძელვადიანი იქნება, თუმცა წლების ზუსტი რაოდენობა ჯერ არ ხმაურდება, ისევე როგორც არაფერი იწერება ფინანსურ დეტალებზე.

ირაკლი ფოფხაძე