რამდენს მოუტანს ტარიფები აშშ-ის მომდევნო 10 წელში - Bloomberg-ის შეფასება

პრეზიდენტ ტრამპის მიერ სატარიფო გეგმის 180 ქვეყანასთან ამოქმედების ფონზე, Bloomberg Dollar Spot Index-ი 2.1%-ით დაეცა, რაც მისი გაშვების მომენტიდან (2005 წელი) ყველაზე მკვეთრი ვარდნაა.

Bloomberg-ის თანახმად, აშშ დოლარი გაუფასურდა 10-იანთა ჯგუფის (Group-of-10) ყველა ვალუტასთან მიმართებით, ყველაზე მასშტაბური ვარდნა კი, დღის ჭრილში, შვეიცარიულ ფრანკთან (2.5%) და იაპონურ იენთან (2.2%) ჰქონდა.

გამოცემის შეფასებით, ახალი ტარიფები, მომავალ 10-წლიან მონაკვეთში, ქვეყანას დაახლოებით 1.8 ტრილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს, თუმცა, მეორე მხრივ, მშპ-ს 0.5%-ით შეამცირებს.

ირაკლი ფოფხაძე