ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
3-დან 11%-მდე ვარდნა 24 საათში - როგორ შეიცვალა მსხვილი ამერიკული კომპანიების აქციების ღირებულება

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იმპორტზე დაწესებული ტარიფების შემდეგ, ამერიკის საფონდო ბირჟებზე მსხვილი კომპანიების აქციების ფასი დაეცა. ერთ დღეში Apple-ს აქციების ღირებულება 9.25%-ით შემცირდა, 8.98%-ით დაეცა Amazon-ის ფასი, 10.51%-ით გაუფასურდა ასევე ამერიკული Broadcom-იც.

ერთადერთი ამერიკული მსხვილი ბიზნესი, რომლის აქციების ფასი არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა, არის უორენ ბეფეტის Berkshire Hathaway. ბოლო მონაცემებით, ერთ დღეში კომპანიის აქციების ფასი 1.41%-ით გაიზარდა, კაპიტალიზაციამ კი 1.142 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

companiesmarketcap-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ, უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს, რომელთა აქციების ღირებულება ბოლო 24 საათში მნიშვნელოვნად შემცირდა:

  • Apple - ერთი აქციის ღირებულება 203.19 დოლარი, შემცირდა 9.25%-ით
  • Microsoft - ერთი აქციის ღირებულება 373.11 დოლარი, შემცირდა 2.36%-ით
  • Nvidia - ერთი აქციის ღირებულება 101.8 დოლარი, შემცირდა 7.81%-ით
  • Amazon - ერთი აქციის ღირებულება 178.41 დოლარი, შემცირდა 8.98%-ით
  • Alphabet (google) - ერთი აქციის ღირებულება 152.63 დოლარი, შემცირდა 3.92%-ით
  • Meta - ერთი აქციის ღირებულება 531.62 დოლარი, შემცირდა 8.96%-ით
  • Tesla - ერთი აქციის ღირებულება 267.28 დოლარი, შემცირდა 5.47%-ით
  • Broadcom - ერთი აქციის ღირებულება 154.01 დოლარი, შემცირდა 10.51%-ით
  • Eli Lilly - ერთი აქციის ღირებულება 789.09 დოლარი, შემცირდა 3.56%-ით
  • Walmart - ერთი აქციის ღირებულება 87.26 დოლარი, შემცირდა 2.79%-ით

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა 180 ქვეყანას სავაჭრო ტარიფები დაუწესა. მათ შორის, 20%-იანი ტარიფები დაწესდა EU-ს ყველა ქვეყნისთვის, ჩინეთისთვის 34%-იანი საიმპორტო ტარიფები, იაპონიისთვის 24%-იანი ტარიფები, ინდოეთისთვის 26%-იანი ტარიფები. სიაში საქართველოც მოხვდა, საიდანაც იმპორტი 10%-იანი ტარიფით დაიბეგრება. თეთრი სახლის გათვლებით, ტარიფებმა მომდევნო 10 წლის განმავლობაში ამერიკის ბიუჯეტში 6 ტრლნ დოლარი უნდა შეიტანონ და შეამცირონ დეფიციტი, რომელიც 2024 წელს უპრეცედენტო 3 ტრლნ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო წელს შარშანდელ რეკორდს აჭარბებს.