ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„ბინების 78% უკვე გაყიდულია იმ პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2025 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი“

„იმ პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2025 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი, ბინების 78% უკვე გაყიდულია,” – ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ თბილისის უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

„2025 წლის თებერვალში შერჩეული დეველოპერების პროექტებში (17 სისტემური დეველოპერის გამოკითხვაზე დაყრდნობით) გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 11%-ით შემცირდა (-13.8% წლიური შემცირება გაყიდულ ფართობში).

ამასთან, იმ პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2025 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი, ბინების 78% უკვე გაყიდულია.

მნიშვნელოვანია, რომ ამ გაყიდვების დიდი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადების სქემებით განხორციელდა,“- ვკითხულობთ კვლევაში.

თაია არდოტელი