ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ფონზე ადგილობრივი სარკინიგზო გადაზიდვები პერმანენტულად მცირდება - TCRC მიზეზებზე

"ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკის ზრდი მაღალი მაჩვენებლების დაფიქსირების ფონზე, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგვეჩვენოს, პერმანენტულად მცირდება საქართველოს რკინიგზაზე ადგილობრივი გადაზიდვები",- ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) შესაბამის კვლევით ანალიზს აქვეყნებს.

მათი პოზიციით, ადგილობრივი სარკინიგზო გადაზიდვების შემცირების ტენდენცია, კითხვის ქვეშ აყენებს, მრეწველობის დარგების განვითარების ხარჯზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპების ზრდის რეალურობას.

TCRC-ს შეფასებით, ადგილობრივი სარკინიგზო გადაზიდვების შემცირებას სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილ განშტოებებზე ლიანდაგის სავალალო მდგომარეობა, ავტომატურად ამავე განშტოებებზე, სამგზავრო გადაყვანების შეფერხებას იწვევს.

ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს რკინიგზაზე დაფიქსირდა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადგილობრივი გადაზიდვების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 1.4 მლნ ტონა, რამაც მთლიანი ტვირთბრუნვის, ასევე მინიმალური – 10% შეადგინა. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განმარტებით, 2011 – 2024 წლებში რკინიგზის ადგილობრივი გადაზიდვები – 3 მლნ ტონიდან 1.4 მლნ ტონამდე, 53 %-ით შემცირდა.

კითხვაზე, რა გამოსავალი არსებობს, TCRC განმარტავს, რომ ქვეყნის რეგიონების, სამრეწველო პოტენციალის განსავითარებლად, აუცილებელი იქნება, საქართველოს რკინიგზის განშტოებებზე, ევროპაში ფართოდ აპრობირებული, მოდელის გამოყენება. კერძოდ, როდესაც განშტოების ინფრასტრუქტურას, აშენებს და ავითარებს (აფინანსებს) ის საწარმო, რომელიც სარგებლობს ამ ინფრასტრუქტურით.

დასკვნის სახით სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზის განშტოებების აღდგენა და მისი შემდგომი ფუნქციონირება, სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს, დაგროვილი პრობლემების სისტემურ გადაწყვეტას.

ნინი ქეთელაური