ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
სტარტაპი HyveGeo უდაბნოს გამწვანებას გეგმავს - რას შეცვლის ეს არაბთა გაერთიანებული საამიროებში

უდაბნოს გამწვანება ნამდვილად რთული საკითხია, რომლის გადაწყვეტასაც სახელმწიფოები წლების განმავლობაში ცდილობენ.

მაგალითად, ავიღოთ ჩინეთი ან საჰელის რეგიონი აფრიკაში - მათ ნაწილობრივ გამწვანებას გრანდიოზული პროექტები და ათწლეულების შრომა დასჭირდა. ეს მოიცავს უთვალავ ნერგებს და მილიარდობით დოლარს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) 80% უდაბნოა. მიწის მხოლოდ 0,7% არის სახნავი, ქვეყანაში სურსათის 90%-ზე მეტი იმპორტირებულია.

გასაკვირი არ არის, რომ ნავთობით მდიდარი ქვეყანა სტარტაპებს და კომპანიებს დაფინანსებას დაჰპირდა, თუკი ისინი ამ პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტას მოიფიქრებდნენ.

HyveGeo, რომელიც დაფუძნებულია კემბრიჯში, არის უახლესი სტარტაპი, რომელიც თვლის, რომ უდაბნოს გამწვანების გზა იპოვა.

სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისა და წყალმცენარეების გამოყენებით, კომპანია ქმნის ნაყოფიერ ნარევს, რომელიც მცენარეთა ზრდას ასტიმულირებს.

„ჩვენს მოდელს შეუძლია ერთდროულად გადაჭრას მრავალი პრობლემა. არსებობს ნახშირბადის, ასევე სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა - ჩვენ შეგვიძლია ერთი გასროლით ორი ფრინველი მოვკლათ“, - განმარტავს HyveGeo-ს ოპერაციული დირექტორი, დოქტორი სამსურინ უელჩი.

HyveGeo-ს პროდუქტების მთავარი ინგრედიენტია “ბიოქარი“- ეს არის ნახშირბადით მდიდარი მასალა, რომელიც წარმოიქმნება ორგანული მასალების დაწვით.

HyveGeo იღებს ორგანულ მასალას ადგილობრივი ფინიკის პალმის ფერმებიდან და სხვა სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებიდან და ამუშავებს მას აბუ-დაბის საპილოტე ადგილზე. ამ დროისთვის ადგილზე 200 ტონა ნარევია წარმოებული, რაც ნაგავსაყრელის ნარჩენებს 800 ტონით ამცირებს.

teon1-1743835658.jpg

უდაბნოს გასამწვანებლად HyveGeo მიკროწყალმცენარეებსაც გამოიყენებს. როგორც ცნობილია, წყალმცენარეები შთანთქავენ ნახშირორჟანგს ატმოსფეროდან და გამოიმუშავებენ ჟანგბადს.

HyveGeo-ს თქმით, კომპანია ახლა მიკროწყალმცენარეების გამოყენებას "ბიორეფინირების კონცეფციას" უწოდებს, ეს ნაერთები მოქმედებს როგორც ბიოსტიმულატორები ან ბუნებრივი სასუქები და ხელს შეუწყობს კონკრეტული კულტურების ზრდას.

ამჟამად HyveGeo-ს ნარევის ტესტირება Abu Dhabi Food and Agriculture Authority-თან და Silal Innovation Oasis-თან (ორივე დაფუძნებული UAE-ში) პარტნიორობით მიმდინარეობს.

მოსალოდნელია, რომ პროდუქტი გამოყენებული იქნება არაბეთის გაერთიანებულ საემიროების უდაბნოში ძირითადი კულტურების მოსაყვანად.

წყარო: cnn.com

თეონა რამაზაშვილი