ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
გეტის ოჯახის ტრაგიკული ისტორია, რომელიც "მთელი მსოფლიოს ფულს" ფლობდა

ნავთობის სიმდიდრეზე აგებული უზარმაზარი ქონებით, გეტის ოჯახს ფინანსურად ყველაფერი უზრუნველყოფილი ჰქონდა. მაშინ არსებობდა კიდეც გამოთქმა, რომ ოჯახი “მთელი მსოფლიოს ფულს ფლობდა“, თუმცა გეტის გვარის ისტორია სავსე იყო ტრაგედიებით, მათ შორის, გატაცებებით.

უხუცესი

გეტის ოჯახის ყველაზე ცნობილმა წევრმა, ჟან პოლ გეტიმ, ერთხელ თქვა, რომ „საჭირო დროს დაბადება ღირს“. ჯან პოლ გეტი 1892 წლის 15 დეკემბერს მინეაპოლისში დაიბადა. ის ჯორჯ ფრანკლინ გეტის და მისი მეუღლის - სარას ერთადერთი ვაჟი იყო.

ჯ.პოლის მამა იყო მდიდარი იურისტი, რომელიც კარგ შემოსავალს იღებდა. შედეგად, შვილს პრივილეგირებული აღზრდა და განათლება მისცა.

1903 წელს მამამ - ჯორჯ გეტიტ ოკლაჰომაში დააარსა Minnehoma Oil Company. მაშინ ნავთობის ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იკიდებდა და ოკლაჰომა ერთ-ერთი საინტერესო ლოკაცია იყო.

მალე ჯორჯ გეტი გახდა ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი შეერთებულ შტატებში.

სულ რაღაც ორ წელიწადში მან იმდენი ფული გამოიმუშავა, რომ ოჯახი ლოს-ანჯელესში მდიდრულ სასახლეში გადავიდა. მისმა ვაჟმა ჯ.პოლმა თინეიჯერობის წლები საოცარ ფუფუნებაში გაატარა.

მან კალიფორნიის საუკეთესო კოლეჯის შემდეგ, სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც დაუმეგობრდა ბრიტანეთის მომავალ მეფეს ედუარდ VIII-ს, რომელიც მაშინ უელსის პრინცი იყო.

22-1743875434.jpg

1914 წელს დაამთავრა ოქსფორდის მაგდალენის კოლეჯი პოლიტიკისა და ეკონომიკის განხრით, მომავალ მილიარდერს ჰქონდა მყარი ცოდნა ფინანსებისა და კომერციის შესახებ და თავისუფლად ფლობდა რამდენიმე ენას.

გარდა ამისა, მან შეიძინა ლათინურ და ძველ ბერძნულ ენებზე კითხვის უნარი და მალე მან საკმაოდ ბევრი რამ შეიტყო ნავთობის გეოლოგიის შესახებ.

1914 წლის სექტემბრისთვის ჯ. პოლი დაბრუნდა შეერთებულ შტატებში. მისი მამა ახლა მულტიმილიონერი იყო და შვილს სესხი მისცა ოკლაჰომას Red Beds-ის რაიონში ბურღვის უფლებების შესაძენად.

იმ დღეებში ითვლებოდა, რომ რეგიონში ნავთობი ცოტა იყო ან საერთოდ არ იყო, მაგრამ გეტი სხვაგვარად ფიქრობდა. მან შეძლო ადგილის შესყიდვა შეღავათიან ფასებში და როდესაც ნავთობი აღმოაჩინა, „გაბერილ“ ფასებში გაყიდა.

111-1743875466.jpg

პირველი მილიონი

ჯერ კიდევ 1916 წლის ივნისში, 23 წლის ჯ.პოლმა გამოიმუშავა თავისი პირველი მილიონი დოლარი.

1919 წელს კი ოკლაჰომაში ყველაზე პროდუქტიული ნავთობის ჭაბურღილები შეიძინა და გაყიდა მოგებით. 1920-იან წლებში მაგნატმა დახვეწა თავისი ფულის გამომუშავების ნიჭი და დაამატა კიდევ 3 მილიონი დოლარი მის ქონებას.

222-1743875490.jpg

ჯ. პოლი 1923 წელს, მექსიკაში საიდუმლო ცერემონიაზე დაქორწინდა 18 წლის ჟანეტ დიუმონზე და მხოლოდ ცერემონიის შემდეგ უთხრა მშობლებს.

ჟანეტმა ერთი წლის შემდეგ პირველი ვაჟი, ჯორჯ ფრანკლინ II გააჩინა. თუმცა, ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა და 1926 წლისთვის ჯ.პოლმა სხვა ქალთან - ალენ ეშბისთან იქორწინა. ეს ქორწინებაც 1928 წელს დასრულდა.

იმავე წელს მან ცოლად შეირთო მესამე ცოლი, 17 წლის ადოლფინ ჰელმლი. მათ ვაჟი შეეძინათ.

გარდაცვალების მომენტისთვის მას არანაკლებ ხუთი ცოლი ჰყავდა მოყვანილი, თუმცა მაინც მარტო იყო.

ნავთობის მაგნატი დღეში 18 საათს მუშაობდა.

გაწონასწორებული ჯორჯ ფრანკლინ გეტი ამაყობდა თავისი შვილის ბრწყინვალე კარიერით, თუმცა არ მოსწონსა მისი ცხოვრების სტილი - განქორწინება 1920-იან წლებში დიდ სკანდალად ითვლებოდა.

ამის გამო ჯორჯ გეტი ფიქრობდა, რომ მისი ვაჟი ოჯახის ქონებასაც გაანიავებდა, ამიტომ როდესაც ის გარდაიცვალა, ვაჟს მხოლოდ 500 000 დოლარი დაუტოვა. ეს გეტის ოჯახის ქონების 5% იყო.

ბიზნესის საკონტროლო წილი ჯ.პოლის დედამ, სარამ მიიღო.

33-1743875524.jpg

სინამდვილეში ჯ.პოლს საერთოდ არ სჭირდებოდა უზარმაზარი მემკვიდრეობა. ახალგაზრდა მაგნატმა იცოდა ფულის გამომუშავება.

მან იყიდა Pacific Western Oil Corporation და გააგრძელა Mission Corporation-ის, Skelly Oil-ისა და Tidewater Oil-ის მშობელი კომპანიის შეძენა, რომელმაც მოგვიანებით ჩამოაყალიბა Getty Oil.

ჯ. პოლმა 1942 წელს დააარსა გეტის ნავთობკომპანია. 1951 წელს კი ნიუ-იორკიდან წავიდა და მას შემდეგ შეერთებულ შტატებში ფეხი აღარასოდეს დაუდგამს.

333-1743875555.jpg

1949 წელს ჯ.პოლმა აიღო 60-წლიანი იჯარა უნაყოფო მიწის ნაკვეთზე საუდის არაბეთსა და ქუვეითს შორის, რომელიც ცნობილია როგორც ნეიტრალური ზონა. მან ამისთვის საუდის არაბეთის მეფეს 9.5 მილიონი დოლარი გადაუხადა. მან დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო თავის ახალ ტერიტორიაზე ნავთობის მოძიებაში.

გარიგებამ შედეგი გამოიღო 1953 წელს, მან აღმოაჩინა ნავთობის უზარმაზარი მარაგი. იმავე წელს ჯ.პოლმა აიღო კონტროლი Mission Corporation-ზე და მის კომპანიებზე, მათ შორის Skelly Oil-სა და Tidewater Oil-ზე. მას დედამ საოჯახო ნავთობკომპანიის მართვაც გადასცა.

ბიზნესი ყვაოდა, მაგრამ 1952 წელს ჯ.პოლის ვაჟს თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. თუმცა მამამ სრული გულგრილობა გამოიჩინა და ვაჟი არც უნახავს - კიდევ უფრო უარესი, როდესაც გაირკვა, რომ ტიმოთი არ გადარჩებოდა, გეტიმ უთხრა დედას, რომ შეემცირებინა სამედიცინო ხარჯები.

როდესაც 1958 წელს ტიმოთე გარდაიცვალა, მამამისი არ დაესწრო დაკრძალვას.

1957 წელს ჟურნალმა Fortune-მა შეადგინა უმდიდრესი ამერიკელების სია. სიის სათავეში იყო ჯ.პოლი 1 მილიარდი დოლარის შეფასებით, რაც დღევანდელი კურსით 11 მილიარდ დოლარზე მეტის ექვივალენტურია.

1960-იანი წლების ბოლოს მას უკვე ჰქონდა კონტროლი 200 კომპანიაზე და მისი ქონება დაახლოებით 3 მილიარდ დოლარამდე იყო.

44-1743875583.jpg

მალევე გეტის ოჯახის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული ინციდენტი მოხდა.

ნავთობის ბარონის შვილიშვილი, ჯონ პოლ გეტი III (სურათზე), 1973 წლის ზაფხულში გაიტაცეს. როგორც გაირკვა ის დაუნდობელი განგსტერების ჯგუფმა შეიპყრო და გათავისუფლებისთვის 17 მილიონი დოლარის გამოსასყიდს ითხოვდა.

ჯ. პოლმა გამოსასყიდის გადახდაზე უარი თქცა და შვილიშვილი ბედის ანაბარა მიატოვა.

გამტაცებლებმა შვილიშვილი ერთი სამალავიდან მეორეში გადაიყვანეს, სადაც მას აწამებდნენ. მას ყური მოაჭრეს და თმის ღერთან ერთად ბაბუას გაუგზავნეს. რის შემდეგაც ოჯახი დათანხმდა გამოსასყიდის ნაწილი გადაეხადა.

55-1743875617.jpg

ჯონ პოლ გეტი 1973 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს, თუმცა ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ეტლს იყო მიჯაჭვული.

ჯ. პოლი ნამდვილად იყო ყველა დროის ყველაზე ძუნწი მილიარდერი, თუმცა როცა საქმე ხელოვნების შეძენას ეხებოდა, ის უკან არ იხევდა.

1930-იანი წლებიდან მან შეაგროვა შესაშური კოლექცია, მათ შორის რემბრანდტის, ტინტორეტოს, მონეს და სხვათა ნამუშევრები. მათი უმეტესობა ახლა კალიფორნიის გეტის მუზეუმშია.

ჯ.პოლ გეტი 83 წლის ასაკში, 1976 წელს გარდაიცვალა. მან დატოვა დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ქონება, რაც დღევანდელი კურსით 22 მილიარდი დოლარი იქნებოდა. ამის დიდი ნაწილი გადაეცა J. Paul Getty Trust-ს, რომელიც ახლა მსოფლიოს უმდიდრესი ხელოვნების ინსტიტუტია.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი