არსებული ინფორმაციით, პოლიციამ „ინდიგო“-ს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინდიგო“-ს აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, პრესსამსახურში უთხრეს, რომ სორდია დაკავებულია პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

„გადაყვანილია დიღმის იზოლატორში. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ველოდებით, რომ ადვოკატი შევიდეს და გავიგოთ, რა მოხდა. მეგობრებს უნდა შეხვედროდა, მათ ნახეს საბას კუთვნილი დაგდებული სკუტერი და ასე გავიგეთ მისი დაკავების ამბავი”,- წერს ნატა ძველიშვილი.

„ინტერპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.