ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
საერთაშორისო რეზერვები წელს, 4.4 მლრდ აშშ დოლარიდან 4.2 მლრდ დოლარამდე შემცირდება - „გალთ ენდ თაგარტი“

კვლევითი ორგანიზაცია „გალთ ენდ თაგარტი“ 2025 წელს საქართველოში ეკონომიკის 6.8%-იან ზრდას პროგნოზირებს.

ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში „გალთ ენდ თაგარტი“ მოელის, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2024 წლის 9 141-დოლარიანი ნიშნულიდან 9 628 დოლარამდე გაიზრდება.

გარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზისა, ორგანიზაციამ წარმოადგინა ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებელიც. კერძოდ, 2025 წელს წლიური ინფლაცია 3.7%-ს მიაღწევს.

ამავე ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს საერთაშორისო რეზერვები 4.4 მილიარდი აშშ დოლარიდან 4.2 მილიარდ დოლარამდე შემცირდება.

მერი ტაბატაძე