2024 წლის 9 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შემოწმდა 1 562 დეკლარაცია, აქედან ხარვეზი დაუდგინა 1 040 დეკლარაციას - ამის შესახებ აღნიშნულია ანტიკორუფციული ბიუროს 2024 წლის ანგარიშში.
ცნობისთვის, საქართველოსი ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია, რომლითაც იგი გამოხატავს თავის ანგარიშვალდებულებას როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების წინაშე.
ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშის თანახმად, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ელექტრონულად 6 970-მა პირმა წარადგინა. ამავე ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული ვალდებულებების დარღვევისთვის ბიუროს მიერ დაჯარიმდა 7 პირი.
ამასთან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეკლარაცია წარადგინა კანდიდატად რეგისტრირებულმა 1017-მა პირმა 18 პოლიტიკური პარტიიდან.
მათივე მონაცემებით, პარლამენტის წევრობის კანდიდატის დეკლარაცია არ წარადგინა 5-მა პირმა. კერძოდ:
პარტიიდან „ძლიერი საქართველო - ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - ერთმა პირმა;
„გახარია საქართველოსთვის“ – 2-მა პირმა;
„კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – 2-მა პირმა.
ანტიკორუფციული ბიურო აღნიშნავს, რომ მათ განახორციელეს შესაბამისი რეაგირება, გამოიცა განკარგულება დაჯარიმების შესახებ. ამასთან, ბიურო განმარტავს, რომ 2024 წლის განმავლობაში დეპარტამენტის ცხელ ხაზზე დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით, სულ განხორციელდა 17 825 ზარი, აქედან 7 576 შემოსულია, ხოლო 10 249 გასული.
ბიუროს განმარტებით, დეკლარაციების უარყოფითად შეფასების საფუძველთა აბსოლუტური უმრავლესობა მისი შევსებისას დაშვებული ტექნიკური ხარვეზი იყო. რის გამოც კანონში შევიდა ცვლილები და შევსებული დეკლარაციები მაშინვე ექვემდებარება შემოწმებას. მათივე მონაცემებით, უკვე 2024 წლის 9 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შემოწმდა 1 562 დეკლარაცია, აქედან ხარვეზი დაუდგინა 1 040 დეკლარაციას. რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს განმარტებით, დეკლარანტების მიერ სრულიად აღმოიფხვრა, რაც ადასტურებს ახლად დანერგილი შემოწმების მექანიზმის ეფექტიანობას.
ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემებით, 2024 წელს რამდენიმე პრინციპით (შემთხვევითობის, დასაბუთებული წერილის საფუძველზე) შეირჩა 668 თანამდებობის პირი.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს მონიტორინგი დასრულდა
353 პირის მიმართ, აქედან 319 შემთხვევაში დასრულდა დადებითი შედეგით, ხოლო 34 შემთხვევაში უარყოფითი შედეგით.