ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
Apple მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია აღარაა - ლიდერი Microsoft-ი გახდა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნისთვის იმპორტზე დაწესებული ტარიფების გამო, ბირჟებზე ამერიკული კომპანიების აქციები ყოველდღიურად უფასურდება. შედეგად, Apple, რომელიც რამდენიმე წელიწადია კაპიტალიზაციით ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად ითვლებოდა, ახლა მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერობა Microsoft-ს დაუთმო.

აშშ-ში 8 აპრილის ვაჭრობის დღის ბოლოს, Apple-ის კაპიტალიზაციამ შეადგინა 2.590 ტრილიონი დოლარი, ხოლო Microsoft-ის საბაზრო ღირებულებამ მიაღწია 2.635 ტრილიონს.

companiesmarketcap-ის მიხედვით, 2.349 ტრილიონი დოლარით მესამე ადგილზეა Nvidia. მე-4 და მე-5 ადგილებს კი Amazon-ი და Alphabet (Google) ინაწილებენ. Amazon-ის კაპიტალიზაცია 1.808 ტრილიონი დოლარია, ხოლო Alphabet-ი 1.774 ტრილიონი დოლარი ღირს.