ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
Bloomberg - ომი მწვავდება, EU-მა აშშ-ს მხოლოდ დღეს 21 მლრდ ევროს ტარიფები დაუწესა

„ევროკავშირმა დღეს დილიდან აშშ-ის საქონელზე 21 მლრდ ევროს ოდენობის ტარიფები დააწესა. ეს კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, სატარიფო ომი რამდენად შორს შეიძლება წავიდეს“ - ამის შესახებ წერს Bloomberg-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთის მიერ ამერიკულ საქონელზე ღირებულების 84%-იანი ტარიფების დაწესების შემდეგ, ევროკავშირის ეს ნაბიჯი აშშ-სკენ მიმართული კიდევ ერთი სერიოზული დარტყმაა.

აღნიშნული 21 მლრდ ევროს ტარიფები ძირითადად ბრილიანტით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით, ფრინველებითა და მოტოციკლებით ვაჭრობის სეგმენტს ეხება.

Bloomberg-ის შეფასებით, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება სატარიფო ომის გამწვავებისკენ მიმართული კიდევ ერთი საპასუხო სვლაა.

ირაკლი ფოფხაძე