სათამაშოების დანიურმა მწარმოებელ LEGO Group-მა დღეს თავისი მეექვსე ქარხანა, LEGO Manufacturing Vietnam გახსნა, რომელიც ვიეტნამში პირველი, აზიაში კი მეორე ქარხანაა.
კომპანია ვიეტნამურ ქარხანას LEGO-ს დღემდე არსებულ ქარხნებს შორის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრად საწარმოს უწოდებს.
ქარხანა მთლიანად განახლებადი ენერგიით იმუშავებს, რადგან მისი სახელოსნოების სახურავებზე 12.400 მზის პანელი არის მოწყობილი. ასევე, ვიეტნამში ენერგიის შესანახი პირველი დიდი ობიექტით არის აღჭურვილი.
LEGO Manufacturing Vietnam-ში ინვესტიციამ 1 მლრდ დოლარი შეადგინა.
ქარხანა ქალაქ ხოშიმინიდან, დაახლოებით, 50 კმ-ში მდებარეობს და 44 ჰექტარ ფართობს, ანუ 62 საფეხბურთო მოედნის ზომის ტერიტორიას მოიცავს. ის, დაახლოებით, 150.000 კვ.მ. საერთო ფართობის ხუთი შენობისგან შედგება.
ცნობისთვის: ამჟამად LEGO Group-ს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, კერძოდ, დანიაში, უნგრეთში, ჩეხეთში, მექსიკაში, ჩინეთსა და ვიეტნამში სულ ექვსი ქარხანა აქვს გახსნილი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ