ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, საგრადა-ფამილიას ტაძართან სელფი-ზონა მოეწყობა, რომ ფოტოების გადაღებისას ტურისტების მიერ გზებისა და ტროტუარების ბლოკირება თავიდან იქნეს აცილებული.
ინფორმაციას Time Out ავრცელებს.
სელფი-ზონის ტერიტორია 6,200 კვადრატული მეტრი იქნება და კარერ დე ლა-მარინას ქუჩაზე, შობის ფასადსა და გაუდის მოედანს შორის ვესტიბიულს დაემსგავსება. ეს ადგილი სპეციალურად შეირჩა, რომ ხალხმა ფოტოები ტაძრის შესასვლელთან გადაიღოს.
პროექტისთვის 2.7 მლრ ევრო გამოიყო. მისი რეალიზება ზაფხულის შემდეგ დაიწყება, ხოლო დასრულების სავარაუდო თარიღიად 2026 წლის აპრილი, არქიტექტორ ანტონიო გაუდის გარდაცვალებიდან ასი წლისთავი სახელდება.
პროექტი 15,5 მლნ ევროს ღირებულების ფართო გეგმის ნაწილია, რომელიც ამ ძეგლის გარშემო ინფრასტრუქტურისა და ტურისტული ნაკადის მართვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ყოველწლიურად საგრადა-ფამილია, დაახლოებით, 4.7 მლნ ვიზიტორს იღებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ