აუდიტის სამსახურის „ბიუჯეტის მონიტორის“ მიხედვით, უწყებებში პრემია-დანამატების მოცულობა 114.3 მლნ ლარით გაიზარდა. ანგარიშიდან ჩანს, რომ 2024 წელს სახელმწიფო უწყებებში პრემია-დანამატების სახით ჯამში 527.5 მლნ ლარი გაიცა, აქედან, 473.5 მლნ დანამატზე, ხოლო 54 მლნ ლარი პრემიაზე მოდიოდა.
რაც შეეხება 2023 წელს, აღნიშნულის მოცულობამ ჯამურად 413.2 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 362.2 მლნ ლარი დანამატები იყო, ხოლო 51.4 მლნ ლარი პრემია.
„ბიუჯეტის მონიტორის“ მიხედვით, 2024 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით პრემია-დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა, ჯამში 184.8 მლნ ლარი, რაც საერთო მოცულობის 35%-ს შეადგენს.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ მოცულობის პრემია-დანამატები გაიცა სამინისტროებში, პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში 2024 წელს:
- პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 1.8 მლნ ლარი დანამატი, 1.9 მლნ ლარი პრემია
- პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 350 368 ლარი დანამატი, 258 155 ლარი პრემია
- მთავრობის ადმინისტრაცია - 470 919 ლარი დანამატი, 672 857 ლარი პრემია
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 55 667ლარი დანამატი, 88 713 ლარი პრემია
- ფინანსთა სამინისტრო - 5.6 მლნ ლარი დანამატი, 2.3 მლნ ლარი პრემია
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 1 მლნ ლარი დანამატი, 1.3 მლნ ლარი პრემია
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 554 995 ლარი დანამატი, 825 951ლარი პრემია
- იუსტიციის სამინისტრო - 15.2 მლნ ლარი დანამატი, 7 მლნ ლარი პრემია
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 335 614 ლარი დანამატი, 3.4 მლნ ლარი პრემია
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 2 მლნ ლარი დანამატი, 891 411 ლარი პრემია
- თავდაცვის სამინისტრო - 14.4 მლნ ლარი დანამატი, 209 396 ლარი პრემია
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - 168.7 მლნ ლარი დანამატი, 16.1 მლნ ლარი პრემია
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2 მლნ ლარი დანამატი, 2.8 მლნ ლარი პრემია
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 514 305 ლარი დანამატი, 3 მლნ ლარი პრემია
- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 2.2 მლნ ლარი დანამატი, 940 795 ლარი პრემია