ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ლევან დავითაშვილი EBRD-ის დირექტორ ტამაშ ვოჟნიტს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წევრი ქვეყნების (ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა და საქართველო) ჯგუფის (Constituency) დირექტორ ტამაშ ვოჟნიტს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე და სამომავლო პროექტები. აღინიშნა, რომ ბანკი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია, რომელიც ეხმარება ქვეყნის კერძო სექტორს, გახდეს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა EBRD-ის დირექტორს საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. საუბარი წარიმართა ქვეყნის ეკონომიკის ცალკეულ დარგებში მიმდინარე პროცესებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მწვანე ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, ტურიზმის, წარმოების, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის, აგრეთვე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, რომელთა განვითარებაზეც დიდწილად არის დამოკიდებული ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური ზრდა, საკითხებს.

შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილეები - ვახტანგ ცინცაძე და ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრნენ.

ირაკლი ფოფხაძე