ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„უცხოელმა ინვესტორებმა თურქეთის ბაზარზე, მარტის ბოლოს, 4.85 მლრდ აშშ დოლარის ობლიგაციები გაყიდეს“ – „თიბისი კაპიტალი“

უცხოელმა ინვესტორებმა თურქეთის ბაზარზე, მარტის ბოლოს, 4.85 მლრდ აშშ დოლარის ობლიგაციები გაყიდეს, რაც სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების გამო ბაზარზე შექმნილ ვითარებას უკავშირდება. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ბაზარზე რადიკალური ცვლილებები ჯერჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა უცხოელი ინვესტორები სიფრთხილეს აქედანვე იჩენენ.

„ანალიტიკოსებმა თურქულ ობლიგაციებში ექსპოზიცია მას შემდეგ შეამცირეს, რაც სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს, დაკავებამ ბაზარზე ღელვა გამოიწვია. ინვესტორები საბაზრო ეკონომიკისგან მთავრობის შესაძლო გადახრით შეშფოთებულნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ცვლილება ჯერჯერობით არ დადასტურებულა, უცხოუელმა ინვესტორებმა მარტის ბოლოსთვის 4.85 მლრდ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გაყიდეს. ამჟამად თურქეთი ორწლოვან ობლიგაციებში განვითარებად ბაზრებზე ყველაზე მაღალ შემოსავლიანობას გვთავაზობს“, - განმარტებულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.

ირაკლი ფოფხაძე