ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
რომელი კომპანიები ასაქმებენ ყველაზე მეტ ადამიანს მსოფლიოში - top-10

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტისა (AI) და სხვა ტექნოლოგიების განვითარებამ სხვადასხვა სექტორში დასაქმებულები უკვე ჩაანაცვლა, ადამიანური რესურსი ყოველთვის წამყვან ადგილს დაიკავებს.

დღესდღეობით კი, ყველაზე მეტ ადამიანს ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში და გერმანიაში დაფუძნებული კომპანიები ასაქმებენ.

companiesmarketcap-ის მიხედვით, მსოფლიოს 10 436 მსხვილი კომპანია ჯამში დაახლოებით 129 მლნ ადამიანს ასაქმებს.

გთავაზობთ, მსოფლიოს ტოპ-10 უმსხვილეს დამსაქმებელს:

  • Walmart (აშშ) - 2 100 000 თანამშრომელი
  • Amazon (აშშ) - 1 551 000 თანამშრომელი
  • Foxconn (ტაივანი) – 826 608 თანამშრომელი
  • Accenture (ირლანდია) - 774 000 თანამშრომელი
  • Volkswagen Group (გერმანია) - 656 174 თანამშრომელი
  • Tata Consultancy Service (ინდოეთი) - 601 546 თანამშრომელი
  • DHL Group (Deutsche Post) (გერმანია) - 594 879 თანამშრომელი
  • BYD (ჩინეთი) - 570 100 თანამშრომელი
  • Compass Group (დიდი ბრიტანეთი) - 550 000 თანამშრომელი
  • Jingdong Mall (ჩინეთი) - 517 124 თანამშრომელი