2024 წელს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლობითმა ხარჯმა 30.8 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის „ბიუჯეტის მონიტორის“ მონაცემებშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, ამ მხრივ ყველაზე მხარჯველი პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები იყო. კერძოდ, მათ მიერ ღონისძიებების ორგანიზებაზე გასულ წელს 6 მლნ ლარი დაიხარჯა.
ბიუჯეტის მონიტორზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას, პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების მიერ, 2024 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ:
ცნობისთვის, წარმომადგენლობითი ხარჯი ანუ პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, მოიცავს: გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) პროტოკოლით გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს; საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს; სუვენირების შეძენის ხარჯებს; სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, (მათ შორის:საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, გაგრძელება) ხარჯებს; აეროპორტში დახვედრისა და გაცილების ხარჯებს; სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს; სასტუმრო მომსახურების ხარჯებს; პროტოკოლით გათვალისწინებული მიღებების, წვეულებების ხარჯებს).