ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
საქართველოში 362 მლნ ლარის ღირებულების ლუდი აწარმოეს - სად და რა ფასად გაგვაქვს ექსპორტზე?

საქართველოში ლუდის წარმოება ყოველწლიურად იზრდება. ამის შესახებ ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევაშია აღნიშნული.

ამავე კვლევის თანახმად, 2024 წელს საქართველოში 362 მლნ ლარის ღირებულების 127 ათასი ტონა ლუდის წარმოება განხორციელდა. შედარებისთვის, 2023 წელს ეს მაჩვენებელი - 126 ათასი ტონა, ღირებულებით ნაწილში კი 334 მლნ ლარი იყო, ხოლო 2022 წელს ლუდის წარმოებამ - 295 მლნ ლარის ღირებულების 122 ათასი ტონა შეადგინა.

ludi-1745322536.jpg

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ბოლო ორ წელში ლუდის ექსპორტის ღირებულება მნიშვნელოვნად გაზრდილია, ასევე გაზრდილია 1 ლიტრის საექსპორტო ფასიც, რომელიც კონკურენტულია მსოფლიო ბაზარზე.

უფრო კონკრეტულად, კვლვის თანახმად, 2024 წელს საქართველოდან 7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ლუდის ექსპორტი განხორციელდა. ზოგადად, 2024 წლის მონაცემებით, 1 ლიტრი ლუდის საექსპორტო ფასი საშუალოდ, 1.20 დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება 1 ლიტრი ლუდის საექსპორტო ფასს, მონაცემები ქვეყნების მიხედვით, ასეთია:

  • აზერბაიჯანი - 1.71 დოლარი;
  • ყირგიზეთი - 1.50 დოლარი;
  • ლატვია - 1.38 დოლარი;
  • სომხეთი - 1.21 დოლარი;
  • რუსეთი - 1.18 დოლარი;
  • ჩინეთი - 1.08 დოლარი;
  • ყაზახეთი - 1.07 დოლარი.