2024 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო სამსახურში ჯამურად რამდენი ადამიანია დასაქმებული უცნობია. აუდიტის სამსახურის „ბიუჯეტის მონიტორის“ მიხედვით, ზოგიერთმა უწყებამ თანამშრომლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა, შედეგად, სრული სურათის დანახვა შეუძლებელია. თუმცა, ძირითად შემთხვევაში ცალკეულ უწყებებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის შესახებ მონაცემები ხელმისაწვდომია.
აუდიტის მიხედვით, უწყებებს შორის როგორც შტატიანი, ისე უშტატო თანამშრომლების რაოდენობის მიხედვით ლიდერია განათლების სამინისტრო, სადაც ჯამში 31 928 ადამიანია დასაქმებული.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ რამდენი შტატიანი და უშტატო თანამშრომელი ჰყავდა სამინისტროებს, პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციას 2024 წელს:
- პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 937 შტატიანი, 502 უშტატოპრეზიდენტის ადმინისტრაცია - 58 შტატიანი, 30 უშტატო
- მთავრობის ადმინისტრაცია - 166 შტატიანი, 127 უშტატო
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 37 შტატიანი, 22 უშტატო
- ფინანსთა სამინისტრო - 4 600 შტატიანი, 476 უშტატო
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 1 516 შტატიანი, 1 004 უშტატო
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 335 შტატიანი, 210 უშტატო
- იუსტიციის სამინისტრო - 6 784 შტატიანი, 3 337 უშტატო
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 1 408 შტატიანი, 6 389 უშტატო
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 713 შტატიანი, 434 უშტატო
- თავდაცვის სამინისტრო - 5 149 შტატიანი, 3 334 უშტატო (შენიშვნა: თავდაცვის სამინისტროს სპეციფიკისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის ნორმატიული აქტების გათვალისწინებით, უწყებასთან დაკავშირებული მონაცემები სრული არ არის)
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - აუდიტის სამსახურს ინფორმაცია არ მიაწოდა
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 3 608 შტატიანი, 3 109 უშტატო
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 13 431 შტატიანი, 18 497 უშტატო
- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 6 297 შტატიანი, 2 963 უშტატო